გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი შეხვედრა გაიმართა.
“პორტლენდი” შინ “ლეიკერსს” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე 110:110 იყო ანგარიში. ბურთი “პორტლენდის” ლიდერმა დემიენ ლილარდმა მიიღო, რომელმაც ბოლო წამზე შორეული სამქულიანი გაუშვა, ბურთი კალათში ჩაეშვა და “პორტლენდმა” 113:110 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა დემიენ ლილარდმა ჩააგდო. “ლეიკერსში” ლოპესი 27 ქულით გამოირჩა. დასავლეთ კონფერენციაში “პორტლენდი” მერვე ადგილზეა, ამავე კონფერენციაში “ლეიკერსი” მე-13 ადგილს იკავებს.
“სან ანტონიო” – “გოლდენ სტეიტი” 92:112 (33:24, 22:26, 23:34, 14:28)
“პორტლენდი” – “ლეიკერსი” 113:110 (41:25, 25:37, 21:23, 26:25)