ფეხბურთი

5:00 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: ხუთი გუნდი ფლეი-ოფშია

ევროპა ლიგის მეოთხე ტურის შემდეგ, ნათელი კიდევ უფრო ბევრ რამეს მოეფინა. ფლეი-ოფის საგზური გაინაღდა ხუთმა კლუბმა: “ლაციომ”, “დინამომ”, “სტიაუამ”, “არსენალმა” და “ზენიტმა”. “მაკაბი”, “ევერტონი”, “ვიტესი” და “ვარდარი” ჯგუფში ჩარჩნენ, ხოლო 39 გუნდი დარჩენილი 19 საგზურისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც 100%-იანი შედეგი აქვს რომის “ლაციოა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ნიცა” დაამარცხა. გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე გავიდა: ლე მარჩანდმა ავტოგოლი გაიტანა და “არწივებმა” ისე მოიგეს, რომ მეტოქის კარში ზუსტად არ დაურტყამთ. ჯგუფის მეორე მატჩში “ვიტესმა” “ვარეგემს” უმასპინძლა და ორი უპასუხო ბურთი გაუშვა. გურამ კაშიამ 67-ე წუთამდე ითამაშა.

“ზენიტი” გასვლაზე “როსენბორგს” დაუპირისპირდა და ქულის გადარჩენა კოკორინის მიერ 93-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოახერხა, რომლითაც რუსულმა კლუბმა ფლეი-ოფის საგზური გაინაღდა. “სოსიედადმა” კი “ანოეტაზე” “ვარდარი” გაანადგურა, რომლის შემადგენლობაშიც სრულად ითამაშა ჯაბა ჯიღაურმა.

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “არსენალი” შინ “ცრვენა ზვეზდას” დაუზავდა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო მეორე მატჩში “კიოლნმა” საკუთარ მოედანზე “ბატე” გაანადგურა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, სამივე კლუბს შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვს. სტუმართაგან კვლავ არ უთამაშია ვაკო გვილიას.

“სტიაუა” ბუქარესტში “ბირ შევას” დაუხვდა და შინ ქულა გაატანა. რუმინული კლუბს ეს ფრე ეყო და 1/16 ფინალში გავიდა, ხოლო მეორე ადგილისთვის “პლზენი”, “ლუგანო” და “ბირ შევა” იბრძოლებენ.

კიევის “დინამომ” ბუიალსკის გოლით შვეიცარიაში “იანგ ბოისს” აჯობა და ფლე-ოფში თამაში გაინაღდა, ხოლო “პარტიზანმა” შინ “შკენდერბიუ” გაანადგურა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

ჯგუფში ჩარჩა “ევერტონი”, რომელიც გასვლაზე “ლიონთან” განადგურდა. ჯგუფს მცირე ინტრიგა “აპოლონის” ფორვარდმა ზელაიამ შეუნარჩუნა, რომელმაც “ატალანტას” 94-ე წუთზე გაუთანაბრა და საკუთარ გუნდს ფლეი-ოფში თამაშის მიზერული შანსი დაუტოვა.

J ჯგუფში პირველი მატჩები მოიგეს თავდაპირველმა ფავორიტებმა: “ბილბაომ” და “ჰერტამ”. ბასკებმა ადურისის გოლით “ოსტერსუნდს” აჯობეს, ხოლო გერმანელებმა ზელკეს დუბლით “ზორია” დაამარცხეს.

მოულოდნელად შინ “შერიფთან” დამარცხდა “ლოკომოტივი” და საქმეები საკმაოდ გაირთულა. კვირკველიამ სრულად ითამაშა. ჯგუფის მეორე მატჩში “კოპენჰაგენმა” “ზლინი” გაანადგურა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

სკანდალური შეხვედრა გამოდგა “გიმარაეშის” და “მარსელის” დაპირისპირება. თამაშის დაწყებამდე, როდესაც ფეხბურთელები ხურდებოდნენ, მასპინძელთა ფანები პატრის ევრას მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილებით გამოირჩნენ, რაც ვეტერანმა მცველმა ვერ მოითმინა და ერთ-ერთ ქომაგს წიხლი ჩაარტყა, რისთვისაც წითელი ბარათით დაისაჯა. რაც შეეხება შეხვედრას, პორტუგალიელებმა ჰურტადოს გოლით იმარჯვეს, ხოლო “ზალცბურგის” და “ქონიასპორის” დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

“მილანი” ათენში აეკს დაუპირისპირდა და გამარჯვების მოპოვება ისევ ვერ შეძლო. შეხვედრა კვლავ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

სამაგიეროდ, გასულ ტურში დაშვებული შეცდომები “ვილიარეალმა” გამოასწორა და გასვლაზე “სლავიას” ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

A ჯგუფი

სლავია – ვილიარეალი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბაკა (15), 0:2 დელი (89 ს.კ.)

მაკაბი – ასტანა 0:1 (0:0)

გოლი: ტუმასი (57)

B ჯგუფი

იანგ ბოისი – დინამო 0:1 (0:0)

გოლი: ბუიალსკი (70)

პარტიზანი – შკენდერბიუ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ტოშიჩი (39), 2:0 ტავამბა (66)

C ჯგუფი

ლუდოგორეცი – ბრაგა 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 მარსელინიო (68), 1:1 ფრანსერჟიო (83)

ბაშაქშეჰირი – ჰოფენჰაიმი 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 გრილიტში (47), 1:1 ვისკა (93)

D ჯგუფი

რიეკა – აუსტრია 1:4 (0:1)

გოლები: 0:1, 1:2 პროკოპი (41; 62), 1:1 პავიჩიჩი (61), 1:3 სერბესტი (73), 1:4 მონშეინი (83)
გაძევება: მიშიჩი (72)

აეკი – მილანი 0:0

E ჯგუფი

აპოლონი – ატალანტა 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (35 პენ.), 1:1 ზელაია (94)

ლიონი – ევერტონი 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბ.ტრაორე (68), 2:0 აუარი (76), 3:0 დეპაი (88)
გაძევება: შნეიდერლენი (80 ე.)

F ჯგუფი

კოპენჰაგენი – ზლინი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლუფტნერი (40), 2:0, 3:0 ვერბიჩი (49; 92)

ლოკომოტივი – შერიფი 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ფარფანი (26), 1:1 ბადიბანგა (41), 1:2 ბრეზოვეჩი (58)

G ჯგუფი

სტიაუა – ბირ შევა 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 კომანი (31), 1:1 საჰარი (37)

პლზენი – ლუგანო 4:1 (3:1)

გოლები: 1:0, 2:1 კრმენჩიკი (4; 19), 1:1 მარიანი (15), 3:1 ჰორავა (45), 4:1 ჩერმაკი (56)

H ჯგუფი

არსენალი – ცრვენა ზვეზდა 0:0

კიოლნი – ბატე 5:2 (1:2)

გოლები: 1:0 ცოლერი (16), 1:1 მილუნოვიჩი (31), 1:2 სიდნევიჩი (33), 2:2, 4:2 ოსაკო (54; 82), 3:2 გუირასი (63), 5:2 ჯოჯიჩი (90)

I ჯგუფი

ზალცბურგი – ქონიასპორი 0:0

გიმარაეში – მარსელი 1:0 (0:0)

გოლი: ჰურტადო (80)
გაძევება: კამარა (87 მ.)

J ჯგუფი

ბილბაო – ოსტერსუნდი 1:0 (0:0)

გოლი: ადურისი (70)
გაძევება: ნუნესი (87)

ჰერტა – ზორია 2:0 (1:0)

გოლები: ზელკე (16; 73)

K ჯგუფი

ლაციო – ნიცა 1:0 (0:0)

გოლი: ლე მარჩანდი (90 ს.კ.)

ვიტესი – ვარეგემი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბოდრი (3), 0:2 კაია (70)
გაძევებები: ბიუტნერი (52) – მადუ (22)

L ჯგუფი

როსენბორგი – ზენიტი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბენდტნერი (55 პენ.), 1:1 კოკორინი (93)

სოსიედადი – ვარდარი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ხუანმი (31), 2:0 დე ლა ბელა (69), 3:0 ხონი (81)

0.208123