ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების შემტევმა დემარაი გრეიმ "ლესტერთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "მელიების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გრეი "ლესტერში" 2016 წლის იანვარში "ბირმინგემიდან" გადავიდა. მას შემდეგ ინგლისელის სატრანსფერო ღირებულება ექვსიდან ათ მილიონ ევრომდე გაიზარდა. მიმდინარე სეზონში გრეიმ 12 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.