ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, 11-12 ნოემბერს, ფედერაციის თასის ფინალი გაიმართება, მასპინძლები ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ბელარუსთა ნაკრებს ლიდერი ვიქტორია აზარენკა სასამართლო პროცესის გამო ვერ დაეხმარება.
მეტოქეთა შემადგენლობები ასე გამოიყურება:
აშშ: კოკო ვანდევეი, სლოან სტივენსი, შელბი როჯერსი, ალისონ რისკე
ბელარუსი: არინა საბალენკა, ალექსანდრა სასანოვიჩი, ვერა ლაპკო, ლიდია მოროზოვა.
ფედერაციის თასი ყველაზე მეტჯერ (17) ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მოგებული. ბელარუსი კი ფინალში პირველად გავიდა.