მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა, შესაძლოა, ზამთარში გუნდი შეიცვალოს. 33 წლის ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის და უკვე განიხილავს შეთავაზებებს ჩინეთიდან და ამერიკიდან.
აღსანიშნავია ისიც, რომ მადრიდულ კლუბს იანვარში ლონდონის “ჩელსიდან” დიეგო კოშტა დაემატება, რაც ესპანელის სათამაშო დროს კიდევ უფრო შეამცირებს.
ტორესი “ატლეტიკოს” სკოლის აღზრდილია, პირველ გუნდში 2001-2007 წლებში თამაშობდა, საიდანაც “ლივერპულში” გადავიდა. შემდეგ ითამაშა “ჩელსიში” და “მილანში”, 2015 წლიდან კი ისევ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.