თამაშგარე

16:14 | 2.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონელა არ გაიხდის!

ცნობილი ამბავია, რომ ლეო მესის ცოლი, ანტონელა რეკუზო ქმრის დარად ერთობ არაეპატაჟური ვინმეა და სწორედ ამიტომაც, არასოდეს თანხმდება სხვადასხვა ფოტოსტუდიების მსუყე შეთავაზებებს - სხვა ცნობილი ფეხბურთელების ცოლების მსგავსად, შენც ფოტოკამერის წინ იპოზიორე და სახელი ამ გზითაც გაითქვიო.

როგორც ჩანს, ერთ-ერთი ესპანური ფოტოსააგენტოს ბოსები მეტად ჯიუტი და შეუვალი ხალხია და ლეოს ცოლს გასაქანი არ მისცეს - სულ რამდენიმე ფოტო მაინც გადაიღე ჩვენს სტუდიებში და პატივისცემა ჩვენზე იყოსო. ანტონელას როგორც ჩანს აბეზარი ხალხის თავიდან მოსაშორებლად, ცალყბად უთქვამს თანხმობა - იქით კვირაში გამოიარეთო.

ამის მერე, დღე ერთი იყო და ანტონელას ტელეფონზე ზარი ათასი - როდის მოხვალ, ჩვენ უკვე მზად ვართ შენს “ჩასაკარტოჩკებლადო“. ბოლოს და ბოლოს ლეოს ცოლსაც ამოუვიდა ყელში ეს კატა-თაგვბანა და ოფიციალურად განაცხადა, ჩემ გახდას ვერ ეღირსებითო!

0.146833