ფეხბურთი

12:47 | 2.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ამხანაგური მატჩებისთვის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები 10 და 13 ნოემბერს კვიპროსისა და ბელარუსის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

გულშემატკივარს მატჩებზე დასასწრები ბილეთის შეძენა დღეიდან ინტერნეტის საშუალებით, ბმულებზე: საქართველო - კვიპროსი; საქართველო - ბელარუსი შეუძლია. ბილეთის ფასი 2 ლარია.

საქართველოსა და კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 10 ნოემბერს, 17:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. 13 ნოემბერს, 18:00 საათზე კი, ჩვენი გუნდი ბელარუსს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

gff.ge

0.124301