ფეხბურთი

4:00 | 2.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მამლებმა" სამეფო დაიპყრეს (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური დასრულდა და უკვე ცნობილია ოთხი მერვედფინალისტის ვინაობა. “პარი სენ ჟერმენსა” და “ბაიერნს” ახლა უკვე “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ სიტიც” შეუერთდნენ. ლონდონელებმა თვით მადრიდის “რეალი” დაამარცხეს, ხოლო “ქალაქელებმა” “ნაპოლის” აჯობეს მისსავე მოედანზე.

E ჯგუფი

“ლივერპულმა” ორი კვირის წინ “მარიბორი” გააცამტვერა და ბევრი ახლაც იგივეს ელოდა. “წითლებმა” მოიგეს, მაგრამ უფრო მოკრძალებულად. საერთოდაც, იურგენ კლოპის ბიჭები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ მთელი თამაშის განმავლობაში ოღონდ ეგაა, რომ მომენტების რეალიზება კარგად ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, მერსისაიდელები მხოლოდ სამ გოლს დასჯერდნენ. ამასობაში “ლივერპული” 8 ქულით ლიდერობს ქვეჯგუფს და თუ რამე სასწაული არ მოხდა, პლეი-ოფშიც ითამაშებს.

“სევილიამ” კი მოსკოვში განცდილი სირცხვილი ოდნავ ჩამოირეცხა. ედუარდო ბერიცოს გუნდმა “სპარტაკს” მხოლოდ 2:1 მოუგო, მაგრამ რაც მთავარი იყო, სამი ქულა მოიპოვა და მეორე ადგილზე აინაცვლა. “სევილიელი დალაქები” მეტოქეს სჯობდნენ და დამსახურებულად მოიგეს. მეტიც, შეიძლებოდა სხვაობა გაცილებით სოლიდურიც ყოფილიყო, თუმცა არ გამოვიდა. წესით, მეორე ადგილის ბედი სწორედ ესპანურ და რუსულ გუნდს შორის უნდა გათამაშდეს, მაგრამ ანდალუზიელები მაინც ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.

“ლივერპული” – “მარიბორი” 3:0 (0:0) VIDEO

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

მაყურებელი: 47 957

“ლივერპული” (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, კლავანი, მორენო; მილნერი, ემრე ჯანი, ვეინალდუმი (ჰენდერსონი 17); ოქსლეიდ-ჩამბერლენი, ფირმინო (გრუიჩი 85), სალაჰი (სტარიჯი 74)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“მარიბორი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; ბილონგი, რაიჩევიჩი, სულერი; მილეჩი, პილერი, კაბა, ვილერი; ჰოტიჩი (აჰმედი 81), მესანოვიჩი (ტავარეში 59), ბოჰარი (ბაიდე 69)

მწვრთნელი: დარკო მილანიჩი

გოლები: 1:0 სალაჰი (49), 2:0 ემრე ჯანი (64), 30 სტარიჯი (90)

გამოუყენებელი პენალტი: მილნერი (53, მეკარე)

გაფრთხილება: ბოჰარი (22), რაიჩევიჩი (52)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 3 (1) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 17:2 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ივან კრუზლიაკი (სლოვაკეთი)

“სევილია” – “სპარტაკი” 2:1 (1:0) VIDEO

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

მაყურებელი: 38 002

“სევილია” (4-3-3): სერხიო რიკო; მერკადო (კორჩია 83), კიაერი, ლენგლე, ესკუდერო; ნ’ზონზი, ბანეგა (კრონ-დელი 77), პიზარო; სარაბია (ნავასი 74), ბენ იადერი, ნოლიტო

მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

“სპარტაკი” (4-2-3-1): სელიხოვი; ეშჩენკო (პეტკოვიჩი 80), ტასკი, ჯიქია, კომბაროვი; ფერნანდო, პაშალიჩი (პოპოვი 57); პრომესი, გლუშაკოვი, მელგარეხო (ზე ლუიში 72); ლუის ადრიანო

მწვრთნელი: მასიმო კარერა

გოლები: 1:0 ლენგლე (30), 2:0 ბანეგა (59), 2:1 ზე ლუიში (78)

გაფრთხილება: ბენ იადერი (90) – გლუშაკოვი (32), ტასკი (61), ჯიქია (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 6 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: არტურ დიასი (პორტუგალია)

F ჯგუფი

“მანჩესტერ სიტი” უბრალოდ ფანტასტიკურია. “ნაპოლის”, რომელიც შიდა ჩემპიონატში ასევე გასაოცრად თამაშობს, “სან პაოლოზე” მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა და თავიდან რიხიანად შეუტია. მალევე გოლიც გაიტანა, მაგრამ აი იქ დასრულდა ნეაპოლიტანელთა ფეხბურთი. შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი და მას “მანჩესტერ სიტი” ერქვა. პეპ გვარდიოლას გუნდმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა თითქმის უნაკლოდ და მერვედფინალში თამაშის უფლება უკვე მოიპოვა. “სიტის” ოთხივე მოგება აქვს ამ დროისთვის და ამ მაჩვენებელს მომდევნო ტურში კიდევ უფრო გაზრდის. სხვათა შორის, “ქალაქელებმა” მიჯრით 21-ე თამაში არ წააგეს და ეს “სიტის” ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიაა. გარდა ამისა, ისტორიის ნაწილი გახდა სერხიო აგუეროც. “კუნმა” 178-ე გოლი გაიტანა და “მან სიტის” ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელის სახელი დაიგდო.

რაც შეეხება “ნაპოლის” – მძიმედაა სარის გუნდის საქმე ჩემპიონთა ლიგაზე. ექვსქულიანი ჩამორჩენა “შახტართან”. იტალიელები ერთადერთ შემთხვევაში გავლენ ჯგუფიდან: თუ “შახტარი” ორივე თამაშს წააგებს, “ნაპოლი” თავის მხირვ ორივე მოიგებს და თან უკრაინის ჩემპიონთა მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით.

“შახტარმა” კი როტერდამის “ფეიენოორდს”, რომელიც აშკარად არ იყო ლიგის საკბილო, ადვილად აჯობა. მართალია, როტერდამელები მალევე დაწინაურდნენ, მაგრამ გავიდა სამი წუთი და უკვე “შახტარი” იგებდა. გამოვარჩევთ, რომ დონბასელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჩვენებურმა დავით ხოჭოლავამ.

“ნაპოლი” – “მანჩესტერ სიტი” 2:4 (1:1) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 44 483

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი (მაჯო 31); ალანი (როგი 75), ჟორჟინიო (ოუნა 82), ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): მორაეში; სტოუნსი, ოტამენდი, დელფი; ფერნანდინიო, გუნდოგანი (დავიდ სილვა 71); სტერლინგი, დე ბრუინი, სანე (გაბრიელ ჟესუსი 90); აგუერო (ბერნარდო სილვა 76)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 ინსინიე (21), 1:1 ოტამენდი (34), 1:2 სტოუნსი (48), 2:2 ჟორჟინიო (62, პენ), 2:3 აგუერო (69), 2:4 სტერლინგი (90)

გაფრთხილება: მერტენსი (90), კულიბალი (90) – ოტამენდი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 11 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 6:1

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

“შახტარი” – “ფეიენოორდი” 3:1 (2:1) VIDEO

ხარკოვი, “მეტალისტ არენა”

მაყურებელი: 24 579

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; ბუტკო, ორდეცი, ხოჭოლავა, ისმაილი; ფრედი, სტეპანენკო; მარლოსი, ტაისონი, ბერნარდი (პატრიკი 72); ფერეირა (დენტინიო 89)

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

“ფეიენოორდი” (4-3-3): ჯონსი; ნიუვკუპი, სტ. ჯასტი, ტაპია (დიკსი 72), ჰაპსი; ამრაბატი, ელ აჰმადი, ვილენა; ბერგუისი, იორგენსენი (ლარსონი 80), ბოეტიუსი

მწვრთნელი: ჯოვანი ვან ბრონხორსტი

გოლები: 0:1 იორგენსენი (12), 1:1 ფერეირა (14), 2:1 მარლოსი (17), 3:1 მარლოსი (68)

გაფრთხილება: ხოჭოლავა (36) – ბერგუისი (49), ელ აჰმადი (54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 10 (6) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

G ჯგუფი

სტამბოლის “ბეშითაში” ძალიან ახლოსაა მერვედფინალთან. შენოლ გიუნეშის გუნდმა მიმდინარე ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა (1:1 “მონაკოსთან”), მაგრამ იმდენად დიდია სხვებთან უპირატესობა, რომ წესით “არწივებს” მერვედფინალში გასვლა პირველი ადგილითაც კი არ უნდა გაუჭირდეთ. შარშანდელ ნახევარფინალისტ “მონაკოზე” იმის თქმა შეიძლება, რომ მნიშვნელოვანი ქულები დატოვა თურქეთში და ახლა დასკვნით ორ ტურში უცილობლივ გამარჯვება მართებს, თორემ სხვა შემთხვევაში ჯგუფიდან ვერანაირად ვერ გავა.

“პორტუმ” კი შინ დაამარცხა გერმანიის ვიცე-ჩემპიონი “ლაიფციგი” და ორი ქულით უკან მოიტოვა უშუალო მეტოქე. ამ ჯგუფში ძალიან ფიცხელი ბრძოლები გველოდება წინ. მეორე ადგილზე გასვლის შანსი სამ გუნდს აქვს და თან კარგად ჩანს, რომ თანაბარი შესაძლებლობების ჯგუფია. მოკლედ, პროგნოზის წინასწარ გაკეთება ძალიან რთულია.

“ბეშიქთაში” – “მონაკო” 1:1 (0:1) VIDEO

სტამბული, “ვოდაფონ არენა”

მაყურებელი: 39 346

“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; გონული, პეპე, ტოშიჩი (მედელი 69), ადრიანო; ჰატჩინსონი (ტალისკა 83), არსლანი (მიტროვიჩი 75); კვარეჟმა, ოზიაკუპი, ბაბელი; ჯენკ თოსუნი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

“მონაკო” (4-3-3): შუბაშიჩი; რაჯი, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე; მოუტინიო, ფაბინიო, ტილემანსი (კარილო 74); ლოპესი (დიახაბი 85), კეიტა, ლემარი (იოვეტიჩი 26)

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

გოლები: 0:1 ლოპესი (45), 1:1 ჯენკ თოსუნი (54, პენ)

გაფრთხილება: არსლანი (25), ტოშიჩი (65), კვარეჟმა (83), მედელი (90) – ლოპესი (27), ჟორჟე (53), დიახაბი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 9 (5) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 3:6

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

“პორტუ” – “ლაიფციგი” 3:1 (1:0) VIDEO

პორტუ, “დრაგაუ”

მაყურებელი: 41 616

“პორტუ” (4-4-2): ჟოზე სა; რიკარდო, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; კორონა (მაქსი პერეირა 72), ერერა, დანილო, ბრაჰიმი (რეიესი 89); მარეგა (ანდრე ანდრე 13), აბუბაკარი

მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო

“ლაიფციგი” (4-2-3-1): გულაჩსი; ბერნარდო, ორბანი, უპემეკანო, ჰალსტენბერგი (კლოსტერმანი 46); კამპლი, კეიტა; ფორსბერგი, ზაბიცერი, ბრუმა (ვერნერი 46); ოგუსტინი (პოულსენი 75)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

გოლები: 1:0 ერერა (14), 1:1 ვერნერი (48), 2:1 დანილო (77), 3:1 მაქსი პერეირა (90)

გაფრთხილება: დანილო (77) – ჰალსტენბერგი (42), ოგუსტინი (64), ზაბიცერი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 6 (2) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

H ჯგუფი

ლონდონის “ტოტენჰემი” ისევ შეუდარებელია – “მამლებმა” მადრიდის “რეალი” უშანსოდ დაამარცხეს (3:1). შეუდარებელი იყო დელე ალი, რომელმაც დუბლი გაიფორმა. სხვათა შორის, ალი გახდა მეექვსე ინგლისელი ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე გოლი გაუტანია “რეალისთვის” (დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი, ალან სმიტი, პოლ სქოულზი და დანი უელბეკი). გარდა ამისა, ალი მესამე ინგლისელია, რომელმაც “სამეფო კლუბს” ერთ მატჩში ორი გოლი გაუტანა. აქამდე იგივე მხოლოდ ბექჰემსა და ჯერარდს მოეხერხებინათ. თავის მხრივ, “რეალმა” ხასიათი კიდევ უფრო გაიფუჭა. ლა ლიგაში მარცხის მერე მადრიდული გრანდი უკვე მიჯრით მეორე შეხვედრაში დარჩა ხელმოცარული. საერთოდაც, “რეალმა” მას მერე რაც ზინედინ ზიდანი უდგას სათავეში, ორბურთიანი სხვაობით პირველად წააგო. აქამდე, ესპანეთის ჩემპიონი თუ მარცხდებოდა, ოდენ მინიმალური სხვაობით. გარდა ამისა, “რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე პირველად წააგო ერთზე მეტი ბურთის სხვაობით ჯგუფურ ეტაპზე 2008 წლის შემდეგ. მაშინ, “ბლანკოსს” ტურინის “იუვენტუსმა” 2:0 აჯობა.

ამასობაში კი, “სამეფო კლუბს” მერვედფინალში თამაში მეორე ადგილით მოუწევს. საქმე ისაა, რომ “ტოტენჰემი” ესპანურ გრანდს 3 ქულით უსწრებს და გარდა ამისა, ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა აქვს. მოკლედ, თუ მაურიციო პოჩეტინოს გუნდი ორ ტურში სამ ქულას მაინც დააგროვებს, რაც ადვილი შესაძლებელია (შინ “აპოელი” უნდა მიიღოს), მაშინ “რეალი” მეორე ადგილიდან გადავა პლეი-ოფში.

ისე, ზიდანის ბიჭებს თავი ქუდში არ აქვთ, მაგრამ არც დრამატული სიტუაციაა. წესით მეორე პოზიცია გარანტირებულად მათ ხელშია. საქმე ისაა, რომ დორტმუნდის “ბორუსიამ” ნიქოზიის “აპოელს” ისევ ვერ მოუგო და ორი ქულით თითქმის უიმედო სიტუაციაში იმყოფება. “ბორუსიას” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 6 მატჩია არ მოუგია და ამაზე ხანრგძლივი მოუგებელი სერია “ყვითლებს” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2001 წლეს ჰქონდათ (7 მატჩი).

“დორტმუნდი” – “აპოელი” 1:1 (1:0) VIDEO

დორტმუნდი, “სიგნალ იდუან პარკი”

მაყურებელი: 64 509

“დორტმუნდი” (4-1-2-2-1): ბიურკი; ბარტრა, სოკრატისი, ტოპრაკი (შურლე 87), გუერეირო (შმელცერი 72); ვეიგლი; გიოტცე, კაგავა; პულიშიჩი, ფილიპი (იარმოლენკო 65); ობამეიანგი

მწვრთნელი: პეტერ ბოში

“აპოელი” (5-3-2): პერესი; ვუროსი, რუედა, მერკისი, კარლაო, ალექსანდრუ (სალაი 46); ვინისიუსი, მორაიში, ზაიდი; პოტე (დე კამარგო 74), ალონეფტისი (ფარიასი 82)

მწვრთნელი: გეორგ დონისი

გოლები: 1:0 გუერეირო (29), 1:1 პოტე (51)

გაფრთხილება: კარლაო (72), ვუროსი (90), პერესი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (9) – 4 (2) ბურთის ფლობა: 71%-29% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)

“ტოტენჰემი” – “რეალი” 3:1 (1:0) VIDEO

ლონდონი, “უემბლი”

მაყურებელი: 83 782

“ტოტენჰემი” (3-4-2-1): ლორისი; ალდერვეირელდი (სისოკო 24), სანჩესი, ვერტონგენი; ტრიპიე, დაიერი, ვინკსი (დემბელე 66), დევისი; ერიკსენი, ალი; კეინი (ლორენტე 79)

მწვრთნელი: მაურიციო პოჩეტინო

“რეალი” (4-3-1-2): კასილია; ჰაკიმი, რამოსი, ნაჩო, მარსელო; მოდრიჩი (ერნანდესი 81), კაზემირო, კროოსი; ისკო (მაიორალი 73); ბენზემა (ასენსიო 73), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 ალი (27), 2:0 ალი (56), 3:0 ერიკსენი (65), 3:1 რონალდუ (80)

გაფრთხილება: დემბელე (89) – რამოსი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (7) – 14 (10) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 1:11 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ჩუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

0.60267