მსოფლიო რეიტინგის 46-ე ნომერი ფრანგი გაელ მონფისი დევისის თასის ფინალში ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას თავად ჩოგბურთელი ავრცელებს.
“სამწუხაროდ, ტრავმის გამო დევისის თასის ფინალში ვერ ვითამაშებ, მაგრამ ჩვენი ბიჭების პირველი გულშემატკივარი ვიქნები. ნაკრებს მთელი გულით მხარს დავუჭერ” - წერს მონფისი.
დევისის თასის ფინალი საფრანგეთი-ბელგია 24-26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართება.
საფრანგეთს დევისის თასი ცხრაჯერ აქვს მოგებული (1927, 1928, 1929, 1930, 1931, 1932, 1991, 1996, 2001), ხოლო ბელგია ორჯერ ფინალში დამარცხდა (1904, 2015).