“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა “მარიბორთან” მატჩის წინ განაცხადა, რომ 7:0-ის შემდგომ ხალხი არ ელის, რომ მეტოქე წინააღმდეგობას გაუგვიწევს “წითლებს”, თუმცა მისი მიზანია, რომ ფეხბურთელები 100%-ით დაიხარჯონ.
“ენფილდი” ყოველთვის ციხე უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი თამაშები ყოველთვის უნდა მოვიგოთ.
წინა მატჩში “მარიბორთან” ყველაფერი გამოჩნდა. ჩვენ სწარაფად გავიტანეთ პირველი გოლი, მეორე, მესამე, მეოთხე... მაგრამ ამას მოჰყვა “ტოტენჰემთან” წარუმატებელი მატჩი.
დარწმუნებული ვარ, დეიან ლოვრენი და ფილიპე კოუტინიო მზად იქნებიან დღევანდელი მატჩისთვის. სხვა ბევრი არაფრის თქმა შემიძლია”, - განაცხადა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულისა” და “მარიბორის” მატჩი დღეს, 1 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.