აზერბაიჯანული “ყარაბაღის” მთავარმა მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა “ატლეტიკოსთან” მატჩის (1:1) შემდეგ განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა ხასათი გამოავლიეს და ჯგუფში მოპოვებული 2 ქულის შემდგომ გამარჯვებაზეც უჭირავთ თვალი.
“რთული მატჩი იყო. კარგად ვითამაშეთ. ყველამ იცით რა დონის გუნდია “ატლეტიკო”, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა თავიანთი ხასიათი გამოავლინეს. ჩვენ ამ თამაშებში დიდ გამოცდილებას ვიღებთ და ვპროგრესირებთ. ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს, ეს თამაში ნამდვილად სასარგებლო იქნება მომავალში ჩვენთვის. ისინი ჩემს თვალწინ იზრდებიან.
ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. ჩენთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოცდილების მიღებაა. უნდა გავძლიერდეთ. უკვე გვაქვს 2 ქულა, მაგრამ მოგებაც გვინდა. ჩემპიონთა ლიგა ძალიან მომწონს. ამ ტურნირზე არ არსებობს მარტივი თამაშები. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ასეთ გუნდებთან თამაში დიდი პატივია”, - განაცხადა გურბანოვმა.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ორივე ქულა “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებებში მოიპოვა.