თამაშგარე

12:47 | 1.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერენა კვლავ იტიტლიკანებს

ჩოგნის მარჯვედ მქნევმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა ამ სამი წლის წინ არად ჩააგდო მავანთა ქილიკი და კილვა და ერთ-ერთ ფოტოსააგენტოს მეტად თამამი ფოტოების გადაღებაზე დათანხმდა, რამაც ცხადია, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ამაზე დღესაც მსჯელობენ.

განსჯისა და კამათის მიზეზი ქალბატონი სერენას არაფოტომოდელური გარეგნობაა, უილიამსის ქალი ხომ არც მარია შარაპოვაა და არც ანა ივანივიჩი, მის დანახვაზე კაცთა სქესს თვალები რომ აემღვრას და ლარის კურსივით დაეცეს.

მიუხედავად ყველაფრისა, სერენა უილიამსი ამბობს, რომ ფოტოსტუდიებიდან შემოთავაზებები დღესაც ბლომად აქვს და უახლოეს მომავალში იგი კვლავ შემოიძარცვავს საწმერთულს. სერენას არად ანაღვლებს მასზე ვინ რას იტყვის და უფრო მეტიც - მავანთა ჯიბრზე იტიტლიკანებს...

0.167739