ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში “მილოუკი” შინ “ოკლაჰომასთან” 91:110 დამარცხდა. ოკლაჰომელებმა პირველივე პერიოდიდან დიდი უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.
მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა იანის ადენტოკუმპომ ჩააგდო. “ოკლაჰომაში” 20 ქულა პოლ ჯორჯს ჰქონდა, 17 ქულა კარმელო ენტონის, ხოლო რასელ უესტბრუკს - 12 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი.
“ბრუკლინი” საკუთარ დარბაზში “ფინიქსთან” 114:122 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ფინიქსმა” 35:26 მოიგო. “ბრუკლინში” 33 ქულით რასელი გამოირჩა, ხოლო “ფინიქსში” 32 ქულით საუკეთესო დევიდ ბუკერი გახლდათ. “ფინიქსი” და “ბრუკლინიც” თავიანთ კონფერენციებში მეთორმეტე ადგილს იკავებენ.
“ინდიანა” – “საკრამენტო” 101:83 (24:13, 31:17, 14:18, 32:35)
https://www.youtube.com/watch?v=rpD97LyY-0U
“ბრუკლინი” – “ფინიქსი” 114:122 (24:30, 29:29, 35:28, 26:35)
https://www.youtube.com/watch?v=ItEw_8FQyGs
“მილოუკი” – “ოკლაჰომა” 91:110 (23:31, 19:29, 22:25, 27:25)
https://www.youtube.com/watch?v=Ljvi1hmm2ms
“ლეიკერსი” – “დეტროიტი” 113:93 (25:22, 33:23, 29:27, 26:21)
https://www.youtube.com/watch?v=pA-58ly79CY