1897 - ტურინში დაარსდა იტალიის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი “იუვენტუსი”. ერთადერთი კლუბი, რომელსაც მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი (ლიგა), თასის მფლობელთა, უეფას და ინტერტოტოს თასები. იტალიის 33-გზის ჩემპიონი და თასის 12-გზის მფლობელი. ორჯერ დაეუფლა ევროპის, 7-ჯერ კი იტალიის სუპერთასს. თამაშობს “იუვენტუს არენაზე”, რომელიც 41254 მაყურებელს იტევს.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1897 - ტურინში დაარსდა იტალიის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი “იუვენტუსი”. ერთადერთი კლუბი, რომელსაც მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი (ლიგა), თასის მფლობელთა, უეფას და ინტერტოტოს თასები. იტალიის 33-გზის ჩემპიონი და თასის 12-გზის მფლობელი. ორჯერ დაეუფლა ევროპის, 7-ჯერ კი იტალიის სუპერთასს. თამაშობს “იუვენტუს არენაზე”, რომელიც 41254 მაყურებელს იტევს.
1908 - სტივ ბლუმერი ინგლისურ ლიგაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 250-ე გოლის გატანა მოახერხა. ეს “მიდლსბროსა” და “პრესტონ ნორთ ენდის” დაპირისპირებისას მოხდა. სულ ბლუმერს ინგლისის ჩემპიონატის მატჩებში 352 გოლი აქვს გატანილი, აქედან 287 “დერბი ქაუნთის” მაისურით ასპარეზობისას.
1924 - აშშ-ში ჰოკეის ეროვნული ლიგის პირველი კლუბი, “ბოსტონ ბრუინზი” დაარსდა.
1946 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “ნიუ იორკ ნიკზმა” თავისი პირველი მატჩი ჩაატარა. ნიუ იორკელები “ტორონტო ჰასკიზთან” 66:68 დამარცხდნენ.
1953 - ჩეხოსლოვაკიელმა სტაიერმა ემილ ზატოპეკმა 10 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (29:01.6).
1958 - თბილისის “დინამომ” ირანული ტურნეს მსვლელობისას თეირანში, ადგილობრივ “თაჯთან” 0:0 ითამაშა. “დინამო”: ს. კოტრიკაძე, ჩოხელი, სიჭინავა, ხოჭოლავა, იამანიძე, რამიშვილი, დალაქიანი (ა. კოტრიკაძე), ბარქაია, მელაშვილი, ღოღობერიძე, მესხი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
1959 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გოლკიპერმა პირველად იასპარეზა დამცავი ნიღბით. ეს ჟაკ პლანტმა გააკეთა.
1965 - ერნი ტერელმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯორჯ ჩუვალო თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1967 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშების განმეორებით მატჩში ბუენოს აირესის “რასინგმა” გლაზგოს “სელტიკს” 2:1 მოუგო. მასპინძელთაგან ორივე გოლი რაფომ გაიტანა, შოტლანდიელთა ბურთი კი ჯემილის ანგარიშზეა (პენალტი). პირველი შეხვედრა “სელტიკმა” 1:0 მოიგო. გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა გადათამაშება.
1968 - ამერიკულ პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგაში პირველად შეადგინეს “ყველა ვარსკვლავის” ნაკრები.
1978 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში დასავლეთ ბერლინის “ჰერტას” 1:0 მოუგო. გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. პირველ შეხვედრაში თბილისელები 0:2 დამარცხდნენ და მომდევნო ეტაპზე “ჰერტა” გავიდა. “დინამო”: გაბელია, მუჯირი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია (სულაქველიძე), დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.
2004 - გერმანელი სპეციალისტ ბერტი ფოგთსი შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმწვრთნელობიდან გადადგა.
2007 - იტალიური “რეჯინას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მასიმო ფიკარდი გადააყენეს.
2009 - ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდიანრე WTA tour-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში სერენა უილიამსმა თავის და ვინუსს 6:2, 7:6 მოუგო და კარიერის 35-ე ტიტული მოიხვეჭა.
2013 - ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე თამაშის წყალობით, “მილუოკი ბაქსმა” ეროვნულისაკალათბურთოასოციაციის (NBA) ახალ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. მილუოკელებმა ბოსტონში“სელტიქსს”თითქმის უიმედო თამაში შემოუტრიალეს და 105:98 სძლიეს, საქართველოს ნაკრების კაპიტნისმონაგარი კი20 ქულა, 9 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.
2013 - გია გეგუჩაძემ და "ზესტაფონმა" კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება "2 თვე+2წელი"სისტემით გაფორმდა. 2008-11 წლებში გეგუჩაძე "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი იყოდაგუნდსსაქართველოს ჩემპიონობაც მოაპოვებინა.
ამ დღეს დაიბადნენ
1892 - ალექსანდრ ალიოხინი. რუსი მოჭადრაკე. მსოფლიოს რიგით მეოთხე ჩემპიონი. პირველობისთვის ბრძოლაში არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში დაამარცხა კუბელი დიდოსტატი ხოსე რაულ კაპაბლანკა. ტიტულს ფლობდა 1927-35 და 1937-46 წლებში. ალიოხინს მსოფლიოს ჩემპიონობა ჩამოართვა ჰოლანდიელმა მაქს ეივემ, რომელიც შემდგომში ფიდეს პრეზიდენტი გახდა. თუმცა, რუსმა დიდოსტატმა ბენილუქსელს რევანში აუღო და პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის წოდება დაიბრუნა. ალიოხინი 1921 წლიდან პარიზში ცხოვრობდა და1946 წელს პორტუგალიის ქალაქ ეშტორილში გარდაიცვალა. ალექსანდრ ალიოხინი ერთადერთი მოჭადრაკეა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის რანგში გარდაიცვალა.
1941 - ჯო ლუის კოლდუელი. ამერიკელი კალათბურთელი. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1943 - ალფიო ბასილე. არგენტინელი საფეხბურთო სპეციალისტი. წვრთნიდა “ჩაკარიტა ხუნიორსს” (1975-76), “როსარიო სენტრალს” (1976), “რასინგს” (1977, 1986-89, 1996-97), “ველეს სარსფილდს” (1984-86, 1989-90), მადრიდის “ატლეტიკოს” (1997), “სან ლორენსოს” (1998), მექსიკის “ამერიკას” (2001), “კოლონს” (2004), არგენტინის ნაკრებს (1991-94, 2006-09), “ბოკა ხუნიორსს” (2005-06, 2009 წლიდან). 1991 და 1993 წლებში მოგებული აქვს სანხრეთ ამერიკის ჩემპიონობა. მოთამაშეობისას გამოდიოდა “რასინგსა” (1964-70) და “ურაკანში” (1971-75). 1966 და 1973 წლებში გახდა არგენტინის ჩემპიონი. 1967 წელს დაეუფლა ლიბერტადორესის თასს.
1947 - როლანდო გარბეი. კუბელი მოკრივე. მსუბუქ წონით კატეგორიაში 1968 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1947 - ლევონ იშტოიანი. ერევნის “არარატის” ფორვარდი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1973) და თასის ორგზის მფლობელი (1973, 1975). საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებული აქვს 8 მატჩი. წვრთნიდა “არარატს”, 1989 წელს კი ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად და საფეხბურთო სკოლა “არარატი” დააარსა. ამჟამად საქმიანობს ფარმაცევტულ ბიზნესში.
1950 - დუდუ ჯორჯესკუ. რუმინეთის ნაკრებისა და ბუქარესტის “სტიაუას” ცენტრფორვარდი. 1975 და 1977 წლებში მოიპოვა ევროპის საუკეთესო ბომდარდირისთვის განკუთვნილი “ოქროს ბუცი”. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე. რუმინეთის ნაკრებში ჩაატარა 45 მატჩი.
1954 - რუბენ გერერო. მექსიკელი მოცურავე. ესტაფეტით ცურვაში 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1959 - სერგეი რუსინი. საბჭოთა მოცურავე. 200 მეტრზე ესტაფეტით თავისუფალი სტილით ცურვაში 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1960 - საიდ აუიტა. მაროკოელი სტაიერი. 1984 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული აქვს ოქროსა და ბრინჯაოს მედლები.
1963 - მარკ ჰიუზი. უელსელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ფორვარდი გამოდიოდა “მანჩესტერ იუნაიტედში” (1980-86, 1988-95), “ბარსელონაში” (1986-88), “ბაიერნში” (1987-88, განათხოვრების წესით), “ჩელსიში” (1995-98), “საუთჰემპტონში” (1998-2000), “ევერტონში” (2000), “ბლექბერნში” (2000-02). მანჩესტერელთა შორის გამოსვლისას 1991 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. 1993 და 1994 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი, 1985, 1990 და 1995 წლებში კი მოიპოვა საფეხბურთო ასოციაციის თასი. 1992 წელს დაეუფლა ინგლისის ლიგის თასს. იყო “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი. “ჩელსის” რიგებში გამოსვლისას მოიგო თასების (1998), ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა (1997) და ლიგის (1998) თასები. “ბლექბერნის” შემადგენლობაში 2002 წელს დაეუფლა ინგლისის ლიგის თასს. უელსის ნაკრებში ჩაატარა 72 მატჩი, გაიტანა 16 გოლი. წვრთნიდა უელსის ნაკრებს (1999-2004), “ბლექბერნს” (2004-08), “მანჩესტერ სიტის” (2008-10).
1966 - დენი ევერტი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1966 - პოლ ლუისი. ავსტრალიის ბალახის ჰოკეისტთა ნაკრების ფორვარდი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიადების ვერცხლის მედლების მფლობელი.
1969 - მიხეილ ჯიშკარიანი. საქართველოს ეროვნული ნაკრების, სოხუმის “დინამოსა” და “ცხუმის”, თბილისის “დინამოს”, კიევის “დინამოს” და ნაბერეჟნიე ჩელნას “კამაზის” ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული თასის პირველი და მეორე გათამაშების ფინალისტი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი.
1979 - დარიუშ ლავრინოვიჩი. კაუნასის “ჟალგირისის”, ყაზანის უნიკსის, მოსკოვის “დინამოს”, მადრიდის “რეალის” მეფარე (212 სმ). ევროპის 2007 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ლიტვის ჩემპიონი.
1979 - კშიშტოფ ლავრინოვიჩი. ლიტვის საკალათბურთო ნაკრებისა მეფარე (210 სმ). ევროპის 2003 წლის ჩემპიონი. ევროპის 2007 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.