ფეხბურთი

3:45 | 1.11.2017 | ნანახია 6513 - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ორი მერვედფინალისტი, რომაული გაკვეთილი და "ყარაბაღის" ისტორია (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალისტები ცნობილია: ფრანგულმა “პარი სენ ჟერმენმა” და მიუნხენის “ბაიერნმა” ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს. პლეი-ოფამდე ბევრი არაფერი უკლიათ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბარსელონას”.

სამაგიეროდ, ჯგუფში ჩარჩენასთან ძალიან ახლოსაა მადრიდის “ატლეტიკო”, ხოლო “რომამ” ლონდონის “ჩელსის” ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა.

A ჯგუფი

“მანჩესტერ იუნაიტედი” 4 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ თამაშობს. მიუხედავად ამისა, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, “წითელ ეშმაკებს” მერვედფინალის საგზური ჯერაც არ აქვთ გაფორმებული. რა თქმა უნდა, სასწაულები იშვიათად ხდება და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ძნელადაა საქმე, მაგრამ თეორიულად ჯერ კიდევ შეიძლება, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი ჯგუფში ჩარჩეს. თუმცა, ეს უფრო უტოპიას ჰგავს.

იქამდე კი “მანკუნიანელებმა” ლისაბონის “ბენფიკას” მეორე თამაშიც მოუგეს. მოვლენების ეპიცენტრში ისევე როგორც ორი კვირის წინ, ახლაც პორტუგალიელთა თინეიჯერი კიპერი მილე სვილარი აღმოჩნდა. ჯერ იყო და, ბელგიელმა ენტონი მარსიალს პენალტი აუღო და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კიპერი, ვინ თერთმეტრიანი მოიგერია. მერე, ძელიდან ასხლეტილი ზურგში მოხვდა და ავტოგოლი მიითვალა – აქ უკვე, სვილარი ანტირეკორდის მფლობელი გახდა: ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე ლიგაზე საკუთარ კარში გაუტანია გოლი. მოკლედ, ბელგიელს არ გაუმართლა და თან გაუმართლა. მეორე ტაიმში კი წერტილი ისევ პენალტით ბლინდმა დასვა – 2:0. “მანჩესტერს” 12 ქულა, ხოლო “ბენფიკას” – 0. “მანიუ” 6-6 ქულით უსწრებს ცსკა-სა და “ბაზელს” და მომდევნო ორი თამაში რომ წააგოს დიდი ანგარიშით... თუმცა, ეს არ გავს რეალობას.

აი, მეორე ადგილისთვის ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული. “ბაზელი” ცსკა-ს შინ ამარცხებდა და საქმე ბოლომდე რომ მიეყვანა, ახლა პლეი-ოფის წევრი ოფიციალურად იქნებოდა, მაგრამ შვეიცარისს ჩემპიონი მეორე ნახევარში მოდუნდა და ორი გოლი გაუშვა. შესაბამისად, ახლა მეტოქეებს თანაბარი ქულები აქვთ. “ბაზელის” ერთადერთი კოზირი ურთიერთშეხვედრებში უპირატესობაა.

“მანჩესტერი” – “ბენფიკა” 2:0 (1:0) VIDEO

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მაყურებელი: 72 000

“მანჩესტერი” (4-2-3-1): დე ხეა; დარმიანი, ბაი, სმოლინგი, ბლინდი; მაკტომინი, მატიჩი; მატა (ერერა 68), ლინგარდი (მხითარიანი 46), მარსიალი (რაშფორდი 75); ლუკაკუ

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ბენფიკა” (4-3-3): სვილარი; დუგლასი, ჟარდელი, რუბენ დიასი, გრიმალდო (ელიზეუ 64); პიცი (ჟონასი 78), ფეისა, აუგუსტო; სალვიო, ხიმენესი (სეფეროვიჩი 74), გონსალვეში

მწვრთნელი: რუი ვიტორია

გოლები: 1:0 სვილარი (45, ა.გ), 2:0 ბლინდი (78, პენ)

გაფრთხილება: ბაი (24), ლინგარდი (24) – დიასი (6), სალვიო (69), სამარისი (78)

გამოუყენებელი პენალტი: მარსიალი (15, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 7 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: გედიმინას მაზეიკა (ლიტვა)

“ბაზელი” – ცსკა 1:2 (1:0) VIDEO

ბაზელი, “სენტ იაკობს პარკი”

მაყურებელი: 33 303

“ბაზელი” (3-4-3): ვაცლიკი; აკანჯი, სუხი, ბალანტა; ლანგი, ჯაკა (სერეი დიე 73), ზუფი, პეტრეტა (იტენი 84); სტეფენი, ობერლინი (აჯეტი 71), ელიუნუსი

მწვრთნელი: რაფაელ ვიკი

ცსკა (3-5-2): აკინფეევი; ვასინი, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი; ფერნანდესი, ნათხო (ჟამალეტდინოვი 90), ვერნბლუმი, გოლოვინი, შენიკოვი; ვიტინიო (ძაგოევი 46), კუჩაევი (მილანოვი 90)

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

გოლები: 1:0 ზუფი (32), 1:1 ძაგოევი (65), 1:2 ვერნბლუმი (79)

გაფრთხილება: ჯაკა (60), ბალანტა (75) – ნათხო (49), ფერნანდესი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 9 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

B ჯგუფი

აქ ყველაფერი გარკვეულია: “პარი სენ ჟერმენი” და “ბაიერნი” უკვე ოფიციალურად არიან მერვედფინალში. პსჟ-მ მოირიგ ფეერიული შეხვედრა ჩაატარა და ბრიუსელის “ანდერლეხტი’ გაანადგურა (5:0). ამჯერად, მთავარ როლში ნეიმარი, მბაპე ან კავანი კი არა, არამედ მცველი ლაიუნ კურზავა იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ფრანგი ისტორიაში შევიდა. იგი გახდა პირველი მცველი, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული. თავის მხრივ, გამაოგნებლად თამაშობს პსჟ. უნაი ემერის გუნდმა 4 ტურში 17 გოლი გაიტანა და ესეც ლიგის რეკორდია. თან, პარიზელებმა კარის მშრალად შენახვა მოახერხეს.

“ბაიერნმა” კი პლეი-ოფი გლაზგოდან გაინაღდა. “რეკორდმაისტერს” არ მოუგია ადვილად “სელტიკ პარკზე”, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. სხვათა შორის, იუპ ჰაინკესმა დაამყარა რეკორდი: იგი “ბაიერნის” ისტორიაში პირველი მწვრთნელია, ვინც გერმანულ გიგანტს ჩემპიონთა ლიგაზე მიჯრით 7 შეხვედრა მოაგებინა. ახლა, ამ ჯგუფში ორად-ორი რამაა გასარკვევი: ვინ გავა პირველ და მესამე ადგილებზე. თუმცა, აქაც გამოკვეთილი ფავორიტები არიან – პსჟ და “სელტიკი”.

“სელტიკი” – “ბაიერნი” 1:2 (0:1) VIDEO

გლაზგო, “სელტიკ პარკი”

მაყურებელი: 58 000

“სელტიკი” (4-2-3-1): გორდონი; ლუსტიგი, ბოიატა, ბიტონი, ტიერნი; ბრაუნი, არმსტრონგი (გრიფიტსი 79); ფორესტი, მაკგრეგორი, სინკლერი (როგიჩი 64); დემბელე

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრაიხი; რაფინია, ზულე, ბოატენგი, ალაბა; ტოლისო (კიმიხი 83), მარტინესი; რობენი (ტიაგო ალკანტარა 90), ვიდალი (რუდი 59), კომანი; ხამესი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

გოლები: 0:1 კომანი (22), 1:1 მაკგრეგორი (74), 1:2 მარტინესი (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 9 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

პსჟ – “ანდერლეხტი” 5:0 (2:0) VIDEO

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

მაყურებელი: 45 000

პსჟ (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა; ვერატი (ლო სელსო 64), რაბიო (პასტორე 76), დრაქსლერი; მბაპე (დი მარია 64), კავანი, ნეიმარი

მწვრთნელი: უნაი ემერი

“ანდერლეხტი” (4-3-3): ბოეკი; აპია, მბოჯი, სპაჰიჩი (ჟოსუე 45), ობრადოვიჩი; კუმსი, დენდოკერი, ტრებელი; გერკენსი, ონიეკურუ (სტანჩუ 79), ჰანი (ტეოდორშიკი 60)

მწვრთნელი: იან ვანჰაეზბრუკი

გოლები: 1:0 ვერატი (30), 2:0 ნეიმარი (45), 3:0 კურზავა (52), 4:0 კურზავა (72), 5:0 კურზავა (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (10) – 5 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დავიდ ფერნანდესი (ესპანეთი)

C ჯგუფი

ეს იყო საფეხბურთო გაკვეთილი: “რომამ” სუპერ ფეხბურთი დაუპირისპირა “ჩელსის” და შინ დამწუხრებული გაუშვა – 3:0. “მგლები” მე-40 წამზე დაწინაურდნენ. სტეფან ელ შაარავიმ ულამაზესი გოლი შეაგდო. სხვათა შორის, “რომას” ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე. მერე, ნათელი იყო, რომ ანტონიო კონტეს გუნდი, რომელიც ლონდონში ბეწვზე გადაურჩა მარცხს, ბევრ ვერაფერს გახდებოდა და ასეც მოხდა. პირველივე ტაიმში ელ შაარავიმ კიდევ ერთი ლამაზი გოლი შეაგდო და დუბლი გაიფორმა, ხოლო “არისტოკრატების: კუბოში ბოლო ლურსმანი დიეგო პეროტიმ ჩააჭედა შორეული, ასევე ეფექტური გოლით. ამასობაში, “ჯალოროსიმ” იგლისური გუნდის წინააღმდეგ მისთვის სარეკორდო სხვაობით მოიგო, ხოლო “ჩელსის” იტალიაში თამაში ძალიან უჭირს. ამასობაში, “რომა” გალიდერდა ქვეჯგუში, ხოლო “ჩელსი” მეორეა. თუმცა, ინგლისის ჩემპიონს პელი-ოფში გასვლა წესით არ უნდა გაუჭირდეს.

არ გაუჭირდეს, რადგან “ატლეტიკომ” იმდენი შეძლო, რომ ბაქოს მერე, “ყარაბაღს” ვერ მადრიდში მოუგო. მეტიც, აზერბაიჯანის ჩემპიონმა უკვე მერამდენედ დაწერა არამარტო პირადი, არამედ აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორია: პირველი გოლი გაიტანა სტუმრად და პირველი ქულა მოიპოვა ასევე საგარეო მატჩში. მიჩელმა “ვანდა მეტროპლიტანო” დაადუმა – 0:1. “როხიბლანკოს” მხოლოდ 3 ქულა დააკმაყოფილებდა და ბუნებრივია, დიდი ძალებით უტევდა. ამან შედეგი ერთხელ გამოიღო, როცა ტომას პარტეიმ გაათანაბრა. ფრე კი, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხი სეზონის ნახევარფინალისტს, არაფერში აწყობდა და დიეგო სიმეონეს გუნდი ახლა მხოლოდ ევროპა ლიგით თუ ინუგეშებეს თავს. ყოველშემთხვევაში, ყველაფერი აქეთკენ მიდის...

“ატლეტიკო” – “ყარაბაღი” 1:1 (0:1) VIDEO

მადრიდი, “ვანდა მეტროპოლიტანო”

მაყურებელი: 60 000

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კორეა, პარტეი (გაიტანი 62), გაბი, საულ ნიგეზი; გამეირო (ტორესი 69), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

“ყარაბაღი” (4-2-3-1): შეჰიჩი; მედვედევი, რჟენჩინაკი, სადიგოვი, აგოლი; ალმეიდა, გარაიევი; პედრო ენრიკე, მიჩელი (ისმაილოვი 90), გუერიე (იუნუსზადე 63); შეიდაევი (კინტანა 72)

მწვრთნელი: გურბან გურბანოვი

გოლები: 0:1 მიჩელი (40), 1:1 პარტეი (56)

გაფრთხილება: სავიჩი (32, 88), ტორესი (76) – სადიგოვი (9), რჟენჩინაკი (34)

გაძევება: სავიჩი (88) – პედრო ენრიკე (59)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (10) – 3 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 12:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

“რომა” – “ჩელსი” 3:0 (2:0) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 60 000

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი (მანოლასი 76), ფაციო, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; ელ შაარავი (ჟერსონი 75), ჯეკო, პეროტი (პელეგრინი 87)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ჩელსი” (3-4-3): კურტუა; რუდიგერი, დავიდ ლუიზი, კეჰილი (ვილიანი 56); ასპილიკუეტა, ფაბრეგასი (დრინკუოთერი 71), ბაკაიოკო, ალონსო; პედრო, მორატა (ბათჩუაი 75), აზარი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 1:0 ელ შაარავი (1), 2:0 ელ შაარავი (36), 3:0 პეროტი (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 10 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

D ჯგუფი

კატალონიის “ბარსელონა” ათენში ბევრად ჯობდა “ოლიმპიაკოსს”, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და შინ 1 ქულით დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გოლი 2012 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა. “ბარსას” 10 ქულა აქვს და მერვედფინალთან ხელისგაწვდენაზეა.

ძალიან ანერვიულა ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარი ქომაგები. ვერაა “იუვე” ფორმაში და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა – “სპორტინგმა” პირველივე ხეირიანი შეტევა გოლით დაასრულა და მერე 11 კაცით დაცვაში ჩადგა. “იუვენტუსს” რომ წაეგო, მერვედფინალში გასვლის საკითხს ძალიან, ძალიან ირთულებდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, გონსალო იგუაინმა ივარგა და – 1:1. იტალიის ჩემპიონმა “სპორტინგთან” 3 ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და ალბათ, პლეი-ოფში გასვლა აღარ გაუჭირდება. ისე, ტურინულ გრანდს რომ მოეგო, პირველი ადგილის რეალური შანსი ეძლეოდა. მომდევნო ტურში “ბარსელონას” ნებისმიერი ანგარიშით დამარცხებდა მისცემდა ხელს, მაგრამ ამას ვინ ჩივის, ლისაბონში ქულა გაჭირვებით მოიპოვა.

“ოლიმპიაკოსი” – “ბარსელონა” 0:0 (0:0) VIDEO

ათენი, “კარაისკაკი”

მაყურებელი: 33 500

“ოლიმპიაკოსი” (4-5-1): პროტო; ელაბდელუი, ბოტია, ენგელსი, კუტრისი; ფიგერაში, რომაო, ტაკჩიდისი, ოჯიჯა (ჟილე 75), კარსელა-გონსალესი (პარდო 79); ფორტუნისი (ჯურჯევიჩი 84)

მწვრთნელი: ტაკის ლემონისი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, მასკერანო, უმტიტი, ალბა; სერხი რობერტო (დეულოფეუ 45), ბუსკეტსი, პაულინიო (რაკიტიჩი 62); მესი, ლ. სუარესი, დ. სუარესი (ანდრე გომეში 75)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გაფრთხილება: ტაკჩიდისი (36), ენგელსი (58), ფიგერაში (88) – სერხი რობერტო (42), ანდრე გომეში (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 11 (6) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 4:12 თამაშგარე: 0:7

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

“სპორტინგი” – “იუვენტუსი” 1:1 (1:0) VIDEO

ლისაბონი, “ჟოზე ალვალადე”

მაყურებელი: 50 095

“სპორტინგი” (4-2-3-1): რუი პატრისიუ; პინტო, კოატეში, რისტოვსკი (პეტროვიჩი 90), სილვა; ბრუნო სეზარი (პალინია 64), ბატალია; ჟელსონი, ბრუნო ფერნანდესი, აკუნია; დოსტი (დუმბია 81)

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; დე შილიო (დუგლას კოშტა 65), ბარძალი, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი, ხედირა (მატუიდი 70); კუადრადო, დიბალა (ბერნარდესკი 83), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ბრუნო სეზარი (20), 1:1 იგუაინი (79)

გაფრთხილება: დოსტი (67), აკუნია (78), კოატეში (79) – მანჯუკიჩი (26), კუადრადო (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 11 (5) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:52 | 02.11.2017
drogba-11 (13246)

au dortmund shen ra gitxari emre mors ratoar atamashebs sufta qindzia es dortmundis mwvrtneli gasagdebia

03:29 | 02.11.2017
samtrediel (8001)

ემრე მორი ვიგოს სელტაში გაუშვეს.

01:47 | 02.11.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ტოტენჰემი ევროპული ფეხბურთის მეფე

01:38 | 02.11.2017
samtrediel (8001)

სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ პეტერ ბოში, დორტმუნდის ბორუსიადან! მეტიც - პანღურით უნდა გააგდონ! მისი დანიშვნა რა თქმა უნდა გამიკვირდა,ამ დონის კლუბსი, მაგრამ ეს შედეგი აღარ მიკვირს უკვე. ამაზე უარესს ვინ გააკეთებდა?

01:48 | 02.11.2017
drogba-11 (13246)

ra shamani gundia es apoeli 25-jer daurtya dortmundma da mainc ver mougo arada ra shansi iyo realis charchenis

01:10 | 02.11.2017
emigrat77 (1065)

რეალს დედა ეტ.... სსსს რასუსვება ტოტე ასე თუ გააგრზელდა ალბათ ავლენ 5 თამდე

19:08 | 01.11.2017
drogba-11 (13246)

ვაშინგტონ პოსტი გურამ კაშიას ნაკრებიდან გათავისუფლრბას ითხოვს ეხლა გამოდით კობიაშვილები და ყაველაშვილები და აპრავეთ კაშია თქვე უვიცებო







































14:18 | 01.11.2017
emigrat77 (1065)

იუვემ ბოლო ტურში რო წააგოს ვთვათ ბარსასთან ვერ გადის პლეიოფში?

14:23 | 01.11.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ბოლო არაა შემდეგი ტურია იუვე ბარსა რო წააგოს და სპორტინგმა მოიგოს ორივეს 7-7 ქულა ექნებათ მარა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო იუვე იქნება წინ და ბოლო ტურში ოლიმპიაკოსთან მოგება ეყოფა გასასვლელად მარა ფრეც რო ითამაშოს მანდ, სპორტინგს გასვლა აქ ბოლო ტურში ბარსასთან და არამგონია მანდ მოიგონ

15:23 | 01.11.2017
sabonis (9584)

დაწოლა, რომ იკადროს ბარსამ ბოლო ტურში რა აქვთ ხელში?DDD

16:19 | 01.11.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

მაინც თავის თავზე იქნება დამოკიდებული იუვე თუ ოლიმპიაკოსს მოუგებენ გავლენ მარა შემდეგ ტურში არამგონია სახლში წააგონ ბარსასთან, ბარსასთვისაც ლა ლიგის თამაშები უფროა ახლა მნიშვნელოვანი იუვესთან ფრითაც ოფიციალურად ინაღდებს 1 ადგილს მოკლედ ბარსა 1ზე გავა იუვე 2ზე

20:01 | 01.11.2017
sabonis (9584)

ხო რა თქმა უნდა ვხუმროფ.D

14:12 | 01.11.2017
BEERTRANCE (97819)

უნდა დაეჩოქა ბაიერნს ჰაინკესისთვის და არ გაეშვათ.

13:50 | 01.11.2017
KoRBeN DaLLaS (24848)

კი ვიცოდი, რამდენიმე წელი "აზერბაიჯანი" რომ ეწერა მაიკაზე ატლეს, მაგრამ მთლად გულის ფიცარზე თუ ჰქონდა ამოკაწრული არ მეგონა. ეს რა ჰქნეს კაცოო ?
ბავარიამ კი, როგორც ჭეშმარიტად დიდმა გუნდმა მალევე მოაგვარა არეულობა. სამიოდე კვირა არ გასულა და ბუნდესლიგასაც ლიდერობს და ლიგის პლეიოფშიც ნაადრევად გავიდა.
ვალვერდემ თქვა გუშინ, ბერძენი ფანები ვნებით სავსენი არიანო, მაგრამ ანგარიში გაიჩითა ისეთი, არა მგონია ელინებს გასხმები დაეწყოთ ტრიბუნაზე

23:31 | 01.11.2017
samtrediel (8001)

მთლად მასეც არ მგონია საქმე. პატივისცემა 1 თამაშში მესმის, მაგრამ 2 ში? თან ლიგის ჯგუფიდან გასვლას რომ კითხვის ქვეშ აყენებ და "პატივსაცემ" მეტოქეს არანაირი შანსი არა აქვს ჯგუფიდან გასასვლელად. სულ რაღაც 1 მილიონი ევრო რომ აეღო აზერბაიჯანს და პაწა ისტორია დაეწერა ვითომ ამის გაკეთებაში შეუწყო ხელი ისეთმა ამბიციურმა კლუბმა როგორიც ატლეტიკოა? არ გავს რეალობას. ყარაბაღს ნუ დავუკარგავთ გარჯას.

00:44 | 02.11.2017
drogba-11 (13246)

da shen ras amartleb mere daushvat nagdshi gaagora preebi ufro metic vtkvat moskovis spartakis donis gundia shentvis misagebi ikneba ase identuri angarishit nadgurdebodes sakartvelos chempioni ?

01:30 | 02.11.2017
samtrediel (8001)

ვინ თქვა რომ მისაღებია? ვინ თქვა ეგ?! უბრალოდ იმ სტიგმის წინააღმდეგი ვარ, სხვა ქართული გუნდი რომ უფრო ღირსეულად გამოვიდოდა ან სულაც გააგდებდა ყარაბაღს ვიდრე სამტრედია და ყველა სამტრედიაზე იხოცავდა ხელს. ასეთი მოსაზრებების დასამსხვრევად ვწერ ამას. პრინციპში რად უნდა ჩემი თქმა, რეალობა კიდევ ერთხელ ვნახეთ, - გუშინ - მადრიდში.

01:43 | 02.11.2017
drogba-11 (13246)

mand getanxmebi yvela chaisvrida

12:38 | 01.11.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სიმეონე გრიზმანი ძაან ყეობენ ამათ ჯგუფში ჩარჩენა ვის წარმოედგინა

12:19 | 01.11.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=sttwt1EcGZo')>0?'https://www.youtube.com/watch?v=sttwt1EcGZo':'https://www.youtube.com/watch?v=sttwt1EcGZo')) ტიპმა რაები ქნა და არ გააგდეს აქამდე 5 ჯერ ქონდა წესები დარღვეული და ყვითელიც ქონდა და დანდობილიც იყო და აქედან 5 წუთში ვიდალი გააგდეს არაფრის გამო

12:20 | 01.11.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

და ლაინსმენმა დააგვირგვინა 2 აფსაიდი გოლით

10:28 | 01.11.2017
RHP (3623)

ბავარიის ფანები როგორ სულ მსაჯებს აგინებთ არ მოგბეზრდათ? :დ

10:43 | 01.11.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

აბა რელის ფანებს რა გქვთ საპრეტენზიო უეფა და მთელი უეფას მსაჯები იმაზე მუშაობენ რეალმა როგორღაც ლიგა მოიგოს

11:50 | 01.11.2017
RHP (3623)

მე ხო რეალის ფანს? :დ ლივერპულის ფანი ვარ და 2ვე მახატია რეალიც და ბავარიაც და გეთანხმები მსაჯმა შედეგზე მოახდინა გავლენა მარა დამთავრდა მორჩა ლიგაც სეზონიც ახალი ლიგაა და საყვარელი მწვრთნელი დაგუბრუნდათ კაი ხასიათზე უნდა იყოთ წესით მარა რაც აქ მინახია ბავარიის ფანების კომენტარები კაშაის დედის გლანდი გავხიეს მეტს მაინც არ წერთ და არაა ეგ სასარგებლო ჯანმრთელობისთვისაც :დ რჩევაა მეგობრული თორე თუ გინდა სულ ოჯახში შეუვარდი მაგ კაშაის ;დ

11:48 | 01.11.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

რა კაცი გაიჩითა :
ჰაა ჯერ კაი სახიათზე ხართ
ტრადიციულად ჯგუფიდან გადის ხოლმე ბავარიადა :დ
ამავე ტრადიციით სულ რეალი კუზავს

11:51 | 01.11.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ბარო კაცი შენ ალბათ ისტორიის მნიშნელობა არ იცი თორე გადახედავდი ურთიერთ შეხვედრებს ბოლო ბიაენრსააქ მოგებული 90 წუთშI ბერნებუზე 1-2 მარა მერე დამატებიტში კაშაიმ მოიგო და არა რეალმა

13:27 | 01.11.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

შენი გრამატიკის მასწავლებელი ერევნელი იყო ?

13:25 | 01.11.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

ჰეჰჰჰ ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო!

09:26 | 01.11.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

10:16 | 01.11.2017
bavaria-munchen5 (1844)

ყველაფერი მაფიაა, ატლეტიკოსთანაც მსაჯმა გააგდო ბაიერნი და რეალთან ხო მაფშე დახურა იმ ბო..ის შვილმა მსაჯებმა

10:44 | 01.11.2017
centurioni (447)

რა მსაჯმა გააგდო რეალთან, ბავარიამ რა გააკეთა მიუხენში მესამოცე წუთამდე კარში 1 დარტმა ქონდა ვიდალის გოლით და მეორე პენალტიდანაც ვერ მოარტყეს კარში (აფსურდი პენალტიდან რომელიც მართლა მსაჯმა მოიგონა) და მერე რაც მოხდა მარტინესის გაზევების შემდეგ 10 კაცით ბევრი გუნდი იგებს მოგება კი არა ვერ თამშობნენ და რა მსჯი მხუთე წუტზე რომ გაეგდოთ 0-4 უნდა წაეგოთ? რა მსაჯი ორი პენალტი დაუტდო ბაიერნს ორ ტამასში დაპირველი 100%-ით არ იყო

11:33 | 01.11.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

შენ ძმა არაობიქტური ხარ მეორე თამაშზე სიტყვა არ გისნებია ამიტომ ჯობია კრიკეტის ყურებას მიაწვე

09:26 | 01.11.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

08:54 | 01.11.2017
grande roma (633)

Gamova kide ak zogierti da ityvis romas ligaze ra undao arcxvens italiaso ...umagres fexburts tamashoben romaelebi da kidev bevrs gavamcarebt

07:01 | 01.11.2017
წინ ბათუმის დინამო!!! (140)

ეს კიდევ გაუმართლა ატლეტიკოს ჩვენს სამტრედიას რომ არ გადაეყარა თორემ ჩვენაც დავწერდით ისტორიას ...ანტი ისტორიას

13:36 | 01.11.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

ეგ თუ სასაცილო ჩემო ძმაო რაც ჩვენ ფეხბურთში ხდება ?
ტფუიიიი ყოველ წელს ერთიდაიგივე კრუგი

06:58 | 01.11.2017
წინ ბათუმის დინამო!!! (140)

ყარაბაღის ისტორია არა შიბლა...კარგად მახსოვს რამდენიმე წელი აზერბაიჯანული კომპანია იყო სპონსორი ატლეტიკოს წარმომიდგენია რა ფული მოტეხეს ბუკმეკერებმა

09:10 | 01.11.2017
ogafa (10230)

+

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.198206
სარეკლამო ადგილი - 99
X x X