ფეხბურთი

23:40 | 31.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ფაბრეგასს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ლონდონის "ჩელსი" უახლოეს მომავალში სესკ ფაბრეგასს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. აღნიშნული ინფორმაცია The Times-მა გაავრცელა. ესპანელს "არისტოკრატებთან" ხელშეკრულება 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს კი "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.

ფაბრეგასი "ჩელსიში" 2014 წელს "ბარსელონადან" გადავიდა. სესკის ტრანსფერი ინგლისელებს 33 მილიონი ევრო დაუჯდათ. მიმდინარე სეზონში ფაბრეგასმა 15 შეხვედრა ჩაატარა და თავი 1 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.120809