მადრიდის “რეალის” მოთამაშეებმა ლუკა მოდიჩმა და მარსელომ ლა ლიგის მე-10 ტურში “ჟირონასთან” შეხვედრის დროს იჩხუბეს.
ესპანური მედიის მტკიცებით, გაბრაზებულმა მოდრიჩმა მარსელოს შეცდომების გამო უსაყვედურა და არც ბრაზილიელის პასუხმა დააყოვნა. ფეხბურთელებს შორის დაძაბულობა მაღალი ტონით საუბრიდან ჩხუბში გადაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი “ჟირონამ” 2:1 მოიგო და “სამეფო კლუბი” ლიდერ “ბარსელონას” სატურნირო ცხრილში 8 ქულით ჩამორჩა.