ფეხბურთი

15:46 | 31.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “12 ფეხბურთელით ვერ ვითამაშებ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ბენფიკასთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ თამაშის შემდგომ მისმა გუნდმა უკვე უნდა გაინაღდოს ჯგუფში პირველი ადგილი.

“ჩვენი მიზანი ამ დაპირისპირებაში გამარჯვებაა, რაც საკმარისი უნდა იყოს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. ვიცით, რომ “ბენფიკაც” მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ეცდება ბოლო შანსი გამოიყენოს, თუმცა ეს ნამდვილად რთული იქნება. ჩემთვის გაუგებარია რატომ დაკარგეს მათ ქულები მოსკოვის ცსკა-სთან.

“მანჩესტერთან” ერთად ვითამაშე ევროპა ლიგაზე და გავიმარჯვე, ახლა ვთამაშობთ ჩემპიონთა ლიგაზე და ამ ტურნირზეც იგივეს გაკეთება გვსურს. ეს მხოლოდ ჩემი სურვილი არ არის, ამაში გუნდიც ხელს მიწყობს.

რეშფორდის და მარტიალის ერთად თამაშში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა 12 კაცით ვერ ვითამაშებ. ისეთივე შემადგენლობა მეყოლება, როგორც ყოველთვის”, - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ “ბენფიკისა” და “მანჩესტერის” მატჩი დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.114672