თამაშგარე

14:16 | 31.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სონიას იკერი შეჰყვარებია

ესპანეთში ერთობ პოპულარულმა და წარმატებულმა ტელეწამყვანმა, მოდელმა და უბრალოდ კარგმა პიროვნებამ, სონია ფერერმა, ამ ცოტა ხნის წინ თავის ოცნების მამაკაცად ვეტერენი მეკარე, ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული გოლკიპერი, იკერ კასილასი დაასახელა.

სონია ფერერი, მიუხედავად მის მიერ განვლილი მრავალმხრივი და საინტერესო ცხოვრებისა, ნამდვილად არ განეკუთვნება ამძუვნებულ დიაცთა კატეგორიას და მას ვერც საყვარელმრავლობას დავწამებთ. ეს მაშინ, როდესაც ამ ქალზე 30 წელს გადაცილებულ ესპანელ მამრთა უმეტესობას დღესაც აბოდებს.

როგორც იცით, იკერ კასილასი ცოლიანი კაცია და სონია ფერერის მხრიდან მისდამი გამოთქმული ტრფიალება ალბად “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინად“ დარჩება, რადგან იკერის მეუღლე, ასევე ჟურნალისტი სარა კარბონერო ის ქალი არაა, ქმარი ეგრე იოლად ვინმეს დაუთმოს.

0.118779