ფეხბურთი

13:48 | 31.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო ” ბელგრადში გაემგზავრა

"საბურთალოს" ახალგაზრდული გუნდი ბელგრადში გაემგზავრა, სადაც 1 ნოემბერს უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპის პირველ მატჩში სერბეთის "ბროდარაცს" დაუპირისპირდება. თამაში ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

როგორც „საბურთალოს“ პრესსამსახური იტყობინება, თურქეთის "ბურსასფორთან" ჩატარებული შეხვედრებისგან განსხვავებით, გუნდში რამდენიმე იძულებითი ცვლილება მოხდა. ტრავმების გამო თბილისელებს სერბეთში ვერ დაეხმარებიან ლუკა ლაკვეხელიანი, ბექა ბუიღლიშვილი და ზურაბ მათოზაშვილი.

"საბურთალო" „ბროდარაცთან“ მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:

გოგა ნასყიდაშვილი, თორნიკე მეგრელიშვილი, სანდრო ჭანტურიშვილი, ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი გულიაშვილი, გიორგი ივანიაძე, ირაკლი ჯავახიშვილი, გიორგი ჯინჯოლავა, ცოტნე კაპანაძე, ბექა ხარაიშვილი, თომა ხუბაშვილი, გიორგი კოხრეიძე, ნიკოლოზ მალი, ბექა ნიკოლაშვილი, შოთიკო ნონიკაშვილი, ანდრია ფურცელაძე, იური ტაბატაძე, ნიკა ტოკლიკიშვილი.

შეგახსენებთ, „საბურთალომ“ უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველ ეტაპზე „ბურსასფორი“ დაამარცხა (1:0, 1:1), „ბროდარაცმა“ კი ასეთივე სხვაობით ჰაიფას „მაკაბის“ აჯობა.

"საბურთალოსა" და "ბროდარაცის" საპასუხო მატჩი თბილისში 22 ნოემბერს ჩატარდება.

0.12325