ფეხბურთი

21:14 | 30.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა "ოლიმპიაკოსთან" და "სევილიასთან" ვერ ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. As-ის ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელი თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე “ოლიმპიაკოსთან” და ლა ლიგის მომდევნო ტურში “სევილიასთან” ვერ ითამაშებს.

ინიესტა ლაზარეთში 21 ოქტომბრის შემდეგ იმყოფება და ტრავმის გამო არც ორი დღის წინ, ბილბაოს “ატლეტიკოს” წინააღმდეგ უთამაშია.

მიმდინარე სეზონში ვეტერანი ნახევარმცველის ანგარიშზე 12 თამაში და ერთი გოლია.

0.111968