კალათბურთი

19:24 | 30.10.2017 | ნანახია 1772 - ჯერ

ბრწყინვალე იანისი (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მე-7 ტურის მატჩში “ატლანტა ჰოუქსმა” “მილუოკი ბაქსს” უმასპინძლა და 106:117 დამარცხდა.

მთელი შეხვედრა სტუმართა კარნახით მიმდინარეობდა და მათი გამარჯვება ეჭვქვეშ არ დამდგარა. “მილუოკი” უკანასკნელი პერიოდის წინ 19-ქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა ბოლო მონაკვეთში მასპინძლებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს.

ბრწყინვალედ ითამაშა “მილუოკის” ვარსკვლავმა იანის ადეტოკუმბომ, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი დაიდო. ბერძენმა კალათბურთელმა 38:19 წუთი ითამაშა და ამ დროის განმალობაში 33 ქულას, 11 მოხსნას და 5 გადაცემას მოუყარა თავი. იანისმა თვრამეტიდან ცამეტი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო.

ადეტოკუმბოს შემდეგ ყველაზე შედეგიანი იყო მისი გუნდელი კრის მიდლეტონი: 37 წუთი, 27 ქულა, 7 მოხსნა და 9 გადაცემა. “ატლანტადან” ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი დენის შრიოდერი გამოირჩეოდა. გერმანელმა მოთამაშემ 35 წუთში საკუთარ გუნდს 21 ქულა, 2 მოხსნა და 8 გადაცემა შესძინა.

“მილუოკი” 4 მოგებით და 2 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო “ატლანტა” იმავე კონფერენციაში 1 მოგებით და 6 წაგებით უკანასკნელ პოზიციაზეა.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:50 | 31.10.2017
დედაკი მოვტყან (419)

ნეტა ესე ვთამაშობდე კალათბურთს და თუ უნდა ცუილა მეძახოს მთელმა მსოფლიომ და მეჭიაურმა

15:20 | 31.10.2017
Magician (251)

:დდდდდდდდდდდდ

14:00 | 31.10.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

DDDDDDDDDDDDD

02:49 | 31.10.2017
დედაკი მოვტყან (419)

ე ბიჭო არ გკიდიათ როგორ გამოითქმის? ვისაც როგორც უნდა ისე გამოთქვს არც მამამისი გვიჩივლებს და არც საბერძნეთის საელჩო ბერძნული თუ აფრიკული გვარის დამახინჯებისთვის

ახალი საქმე გამოუჩნდათ ბიჭებს

02:46 | 31.10.2017
დედაკი მოვტყან (419)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

23:08 | 30.10.2017
geogreece (9768)

ბერძნულად nt=დ ასე რომ გამოდის ადენტოკუმბო!!!

21:31 | 30.10.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

ამისი გვარის გამოთქმა და ბევრისთვის ენაზე არტაშანის დადება ერთია
ხო შეუდგინა შარშან ილორელმა ქართული პასპორტი ? იანის ზანგურიდისი !!!
ჰოდა შემოვიღოთ ხმარებაში ოფიციალურად.

21:18 | 30.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ამ ტემპში თუ განაგრძო დიდ სახელს დატოვებს გიანისი ძაან დონე მაჯას დახვეწავს ცოტა დაცვაშიც მოუმატებს და დამთავრებულია ყველაფერი ოთხმაგზე ეს თუბგაიწევს

21:18 | 30.10.2017
airvika13 (657)

იანისი წელს სხვა დონეზე გავიდა...ალბათ 30 ქულას დაიჭერს საშვალოდ და თუ გუნდს სამეულში გაიყვანს გაიწევს კიდევაც მვპიზე....

20:36 | 30.10.2017
johnsilver (1156)

Antetokounmpo (ანტეტოკუნმპო) - სწორი.
ადეტოკუმბო - შეცდომაა.

20:44 | 30.10.2017
ika_valencia (236)

ადეტოკუმბოა სწორი. მეც პირველი მეგონა სწორი, მაგრამ Greek: Γιάννης Αντετοκούνμπο,[1] IPA: [ˈʝanis adetoˈkumbo]; ბერძნულად ასე გამოითქმის, ბერძნული გვარია და შესაბამისად, ასე უნდა ითქვას.

21:02 | 30.10.2017
johnsilver (1156)

აშკარად ბერძნული [ანტეტოკუნმპო] წერია. ნიუ ასო დ-თი რატომ უნდა იკითხებოდეს? არეული ექნებათ ინგლისურენოვან ტრანსკრიფციაში...
თუმცა მივესალმები წყაროებზე დაყრდნობას.
დამღლელია კითხვა სიტყვების, როგორც, მაგალითად, ჩელსმა, დერბში და ბერლისკონმა...

23:07 | 30.10.2017
geogreece (9768)

nt-დ ასე იკითხება ბრატ და რომ ამბობს ადეტონკუბოაო ესეიგი იცის და შენ რო არ იცი რატო აწვები რო არა ატეტონკუბოა

22:42 | 30.10.2017
ika_valencia (236)

არა, მასეა ნამდვილად. თვითონაც ადეტოკუმბოს იძახის საკუთარ გვარზე.

22:08 | 30.10.2017
kotiko (478)

ეგრეა საბერძნეთში ნ+ტ = დ

0.136073