2017-2018 წლების სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა სპორტის ისეთი სანახაობითი სახეობისათვის, როგორიც ფიგურული ციგურაობაა. ახალი სეზონის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის 2018 წლის ზამთრის მოახლოებული ოლიმპიური თამაშები, რომელიც 9-25 თებერვალს გაიმართება სამხრეთ კორეის ქალაქ პიონგჩანგში. ოთხწლეულის ამ ყველაზე საპასუხისმგებლო სტარტის წინ სპორტსმენები აქტიურად მონაწილეობენ ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო კავშირის ეგიდით ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში.
სწორად ამ რანგის ტურნირი, ჩელენჯერის სერიის ციკლით, 26-29 ოქტომბერს გაიმართა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, რომელშიც მონაწილეობდა 20-ზე მეტი ქვეყნის მოციგურავე. აღნიშნული ტურნირი 2015 წლიდან ტარდება და მოციგურავეები მასში ასპარეზობენ რეიტინგის ზრდისა და მსოფლიო რეკორდული მაჩვენებლის ასამაღლებლად. მინსკ-არენაზე ახალი პროგრამები წარმოადგინეს ქართველმა მოციგურავეებმა, სენიორთა კატეგორიაში მორის ყვითელაშვილმა და იუნიორთა შორის ირაკლი მაისურაძემ.
ქართველ სპორტსმენები ასპარეზობდნენ ისეთ სახელოვან სპორტსმენებთან ერთად, როგორებიც არიან, სენიორთა კატეგორიაში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელ ებრაელი მოციგურავე ალექსეი ბიჩენკო, გერმანიის ჩემპიონი და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის საუკეთესო ათეულის წევრი პეტერ ლიებერსი, იტალიის ჩემპიონი ივან რიგინი, ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლის მფლობელი სერგეი ვორონოვი.
ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა, როგორც მოკლე ასევე თავისუფალ პროგრამებში და 12 ქვეყნის 17 სპორტსმენს შორის, 227,31 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ეს მორისის მეორე წარმატებული გამოსვლაა მოსკოვში გამართული გრან-პრის ტურნირის შემდეგ და საკმაოდ სერიოზული განაცხადია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების წინ. ასევე, მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა იუნიორთა შორის ქართველმა მოციგურავე ირაკლი მაისურაძემ, რომლისთვისაც ეს წარმატება საკმაოდ მაღალი შედეგი იყო ასეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე.
ქართველ მოციგურავეებს მინსკში თან ახლდნენ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი და გენერალური მდივანი, ტურნირზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის სტატუსით წარდგენილი სალომე ჩიგოგიძე.
ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იყო პერიოდი ძალიან მინდოდა მილანში ამსი ხილვა ; ))
რა მაისურით გაეძრო
)
პეს 11-ში გიჟი იყო :დ
რამაგრად არის გაბუქებული ეს ფეხბურთელი,კიევის დინამომ საფრანგეთის ნაკრების მცველი შეიძინაო არადა ნაკრებში სულ 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
რა რეალს უნდოდა?მანიუსაც,ბარსასაც,ლივერსაც,მილანსაც,იუვესაც,ბავარიასაც,ჩელსისაც უნდოდა და პროსტა ვერ იყიდეს,ვერ გაქაჩეს იმდენი ღირდა



უნდოდა და გადაიფიქრა ხო?ეგრე სად წერია
ჭანტურიას ყიდვა ეგრე თუა რომას ლაციოს და ჯენოას უნდოდა მაგრამ მერე მაგით რა?
რეალის ფანი ვარ და ძალიან კარგად ვიცი რაც დავწერე ამის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო და ჩაიშალა რეალში დაახლოებით სამი წლის წინ,უამრავი შემთხვევაა ასეთი სატრანსფერო პერიოდში ხოლმე რა გაგიკვირდა
D:დ
ალბად ადმინს უყვარს “ს” რო ამთავრებს სიტყვას
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კარგი მცველია მახსოვს თავის დროზე ამის შეძენა რეალს უნდოდა
წერა დაგავიწყდათ?
კიევის “დინამოს” საფრანგეთის ნაკრების მცველის შეიძინა
(facepalm)