საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნით შეხვედრას მართავს. გიორგი ნემსაძის გუნდის მეტოქე იტალიის ნაკრებია. ორი ტურის შემდეგ ქართველებს და იტალიელებს 6-6 ქულით ელიტ-რაუნდის საგზური მოპოვებული აქვთ, ამ დაპირისპირებაში კი ჯგუფის გამარჯვებული გამოვლინდება.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია youtube-არხის მეშვეობით აწარმოებს:
1. | იტალია | 2 | 2 | 0 | 0 | 4:0 | 6 | |
2. | საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 3:0 | 6 | |
3. | ლატვია | 2 | 0 | 0 | 2 | 0:2 | 0 | |
4. | მონტენეგრო | 2 | 0 | 0 | 2 | 0:5 | 0 |