29 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის, პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლა. საიუბილეო გათამაშება, ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის პირველი ტურის შეხვედრებით დაიწყო.
პირველები პარკეტზე სწორედ ვერცხლის ლიგის გუნდები გამოვიდნენ. ავერსმა დამაჯერებლად, 5:1 დაამარცხა ელიტა ბურჯი. უხვგოლიანი გამოდგა ვერცხლის ლიგის დებიუტანტების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და ჯეო ჰოლდინგის დაპირისპირება, რომელიც ძალოვნების გამარჯვებით, 7:2 დასრულდა. სულ ცოტა დააკლდა სენსაციამდე ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს, ენერგო-პრო ჯორჯიას, რომლის მეტოქეც შემოსავლების სამსახურის გუნდი იყო. „ენერგეტიკოსები“, მიუხედავად მოწინააღმდეგის უპირატესობისა, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იყვნენ წინ, თუმცა გამოუცდელობამ თავისი ქნა და მათაც 3:4 დათმეს. საინტერესო გამოდგა საქართველოს ბანკისა და თბილისის მერიის გუნდების დაპირისპირება, სადაც შარშანდელმა ფინალისტმა გამარჯვება მეორე ტაიმის ბოლოსკენ გაინაღდა 2:0 „ბანკირების“ სასარგებლოდ. ტურის გამორჩეული შეხვედრა კი უდაოდ ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ლიბერთი ბანკის გუნდების დაპირისპირება გამოდგა, რომელიც საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა - მიუხედავად ორ ბურთიანი ჩამორჩენისა, „კურსანტებმა“ დამაჯერებელი თამაშის ხარჯზე მალევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და სამი ქულის მოპოვებასთანაც ახლოს იყვნენ. საბოლოოდ ფრე, 2:2.
29.10.2017. ვერცხლის ლიგა. I ტური
ავერსი - ელიტა ბურჯი 5:1
SSPS - GEO HOLDING 7:2
RS - ენერგო პრო 4:3
საქართველოს ბანკი - თბილისის მერია 2:0
ეთა - ლიბერთი ბანკი 2:2
საინტერესოდ დაიწყო მეათე სეზონი სუპერლიგაშიც.
სადებიუტო შეხვედრაშიმაუდი, აჭარის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 7:2 დაამარცხა. მოლოდინისამებრ საინტერესოდ წარიმართა დღის ცენტრალური დაპირისპირება, შარშანდელ ფინალისტ სფფ-სა და თასის მფლობელ მფკ ნატახტარს შორის. უაღრესად დაძაბული შეხვედრა ნატახტარის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მატჩის შესვენებისას გაიმართა სახალისო გათამაშება, რომლის გამარჯვებულების ლიგის პარტნიორების, „ნაბეღლავის“ და „ბუღას“ პროდუქციით დაჯილდოვდნენ.
დღის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება მოქმედ ჩემპიონს პსპ-სა და თელავს შორის გაიმართა. „ფარმაცევტები“ თითქოს დამაჯერებელი სხვაობით „აპირებდნენ“ გამარჯვებას, თუმცა 1:5 ჩამორჩენა, კახელებმა მოულოდნელად სრულად აღმოფხვრეს, საბოლოო წარმატების მისაღწევად არც ძალა ეყოთ და არც კლასი - 8:5 ჩემპიონის სასარგებლოდ.
ფაქტიურად ერთნაირი სცენარით წარიმართა ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა. „სტუდენტურ დერბიში“ თსუ-ჰიუნდაი, საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, მატჩის მიწურულს შეძლო თამაშის გადარჩენა, ფრე 1:1. ასეთივე ანგარიშით დასრულდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ტვ იმედის გუნდების სანახაობრივი დაპირისპირება, სადაც ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეულები მეკარეები იყვნენ.
29.10.2017. სუპერლიგა. I ტური
მაუდი - აჭარა 7:2
მფკ ნატახტარი - სფფ 2:1
სკ თელავი - FC PSP 5:8
თსუ-ჰიუნდაი -FC UG 1:1
კსუ/CIU - ტვ იმედი 1:1
მომდევნო კვირას, 5 ნოემბერს პირველი ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ.
***
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: „ნაბეღლავი“, ენერგეტიკული სასმელი „ბუღა“, SNAP Fitness Georgia, ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „McGill“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ბილტმორი“
მედია პარტნიორები: Palitra News, რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, “თანამგზავრი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი „ლელო”
სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური