კალათბურთი

20:18 | 30.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის 10 ქულა და მარცხი "სტიაუასთან"

გიორგი ცინცაძის „პოლიტეხნიკა“ რუმინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთ-ერთ ფავორიტ „სტიაუას“ ესტუმრა“ და 63:84 დამარცხდა.

ქალაქ იაშის გუნდის ქართველმა კაპიტანმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 28:59 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ცინცაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

„პოლიტეხნიკა“ რუმინეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩს 4 ნოემბერს, „ტიმიშოარასთან“ გამართავს.

gbf.ge

0.115123