მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაცია ემუქრება. საქმე ისაა, რომ პორტუგალიელმა “ჟირონასთან” შეხვედრაში მეტოქეს სახეში ხელი ჩაარტყა, თუმცა ეპიზოდი მსაჯს შეუმჩნეველი დარჩა.
ესპანური მედიის ცნობით, მიუხედავად ამისა, არაა გამორიცხული რონალდუ დაისაჯოს. სადისციპლინო კომიტეტი ეპიზოდის განხილვას აპირებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
აქვე გეტყვით, რომ ასეთ სიტუაციაში რონალდუ უკვე იყო: მიმდინარე სეზონის სტარტზე მან 5 მატჩი გამოტოვა, რადგან სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრად დასაჯა “ბარსელონასთან” თამაშის მერე. რაც შეეხება “ჟირონასთან” მატჩს, “რეალმა” (1:2) წააგო და პირველ ადგილს რვა ქულით ჩამორჩა.
კრიშტიანუ რონალდუს ლა ლიგაში საქმეები კარგად არ მისდის. 6 შეხვედრაში გოლი ერთადერთხელ გაიტანა.







