“ვალენსიამ” ლა ლიგის მიმდინარე სეზონის საწყის 10 ტურში 24 ქულა დააგროვა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტია.
აქამდე, “ღამურების” საუკეთესო შედეგად სასტარტო 10 ტურში მოპოვებული 23 ქულა ითვლებოდა, რაც სამჯერ დაფიქსირებულა: 2003/04-ის სეზონში, როცა გუნდი საბოლოოდ ჩემპიონი გახდა, 2008/09 წლების სეზონში (ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა) და 2014/15 წლების სეზონში (მეოთხე ადგილი).
“ვალენსიამ” მიმდინარე სეზონში ჩატარებული 10 მატჩიდან 7 მოიგო, სამი ფრედ ითამაშა და არც ერთი წაგება არ აქვს. “ღამურები” ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გოუშვენ თუ თითონ წევიდა? ალბათ გოუშვენ, ამ ეტაპზე სამტრედიაში თამაში ჯობდა გუნდის სიძლიერიდან და მაყურებლის ფაქტორის გათვალისწინებით, ანაზღაურების დეტალები არ ვიცი სამწუხაროდ. თუ როგორც ქალაქი უფრო მეეწონა სიმონ ქუტეისი, 2 ლარი ღირს სამტრედია ქუთაისი მარშუტკა ან ველოსაპეტით 1 საათის გზაზეა (თან ვარჯიშიც გამოუვიდოდა). არაუშავს იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა სამტრედიასა
ქუთაისელია ეს და მიტომ ამჯობინა ძამია
კონტრაქტის ხანგრძლივობა არ არის ცნობილი?
საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ამ პოსტს, იმერულ კლუბში ზაზა ჩაჩავა დაიკავებს.
გარდა ამისა, “ტორპედოში” იმუშავებენ ვეტერანი ფეხბურთელები, ლევან ცქიტიშვილი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და გოგა გახოკიძე, რომელიც სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება.
როგორც JAKO FM-ს ლევან ცქიტიშვილმა განუცხადა, ყველაფერი კვირის ბოლოს გადაწყდება. გასარკვევი კი კლუბის ახალი მფობელისთვის გადაცემის საკითხია. დადგენილი წესის მიხედვით, ქუთაისის მერიამ “ტორპედო” ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადასცეს, საიდანაც გუნდი სიმბოლურ ერთ ლარად გაიყიდება.
ეს ბიჭი კუხიანიძეზე ნაკლები არაფრით არის, მართლა გამოადგება ტორპედოს. კარგია
რაშვებიიით? რა ხალხი გაუშვა ცეცაძემ