საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა გუნდებმა საბერძნეთში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღეს. ქალმა მოჭადრაკეებმა ბელარუსი დაამარცხეს (2,5:1,5), ვაჟებმა კი მაკედონიის გუნდს აჯობეს (3:1).
საქართველო 2,5:1,5 ბელარუსი
ნანა ძაგნიძე (2520) 0:1 ნასტასია ზიაზულკინა (2369)
ნინო ბაციაშვილი (2472) ½:½ ოლგა ბადელკა (2353)
ბელა ხოტენაშვილი (2459)1 :0 ლანიტა სტეცკო (2254)
ლელა ჯავახიშვილი (2438) 1:0 ტატიანა რევო (2097)
საქართველო - მაკედონია 3 : 1
მიხეილ მჭედლიშვილი (2604) 0:1 ფილიპ პანჩევსკი (2489)
ლევან ფანცულაია (2586) 1 : 0 ტრაჟკო ნედევი (2479)
დავით ჯოჯუა (2591) 1: 0 დეჟან სტოიანოვსკი (2454)
ლუკა პაიჭაძე (2580) 1 : 0 ნიკოლა ნიკოლოვსკი (2420)
ევროპის გუნდური ჩემპიონატი კრეტაზე 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. ვაჟთა ასპარეზობაში 40 გუნდი მონაწილეობს, ქალთა შორის 32 ნაკრები.
მომდევნო, მეორე ტურში ქართველი ქალები ფრანგებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ვაჟები ჩეხებს.
ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი
gcf.org.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აზერბაიჯანელებმა სომხები დაამარცხეს 2,5 - 1,5 (ვაჟებში). აზერბაიჯანელებს ვაჟთა ნაკრები ყოველთვის ძლიერი ყავდათ და ყავთ.
უკრაინა გაიტანეს გოგოებმა
მოკლედ ჭადრაკზე ინფოს დადება ეტყობა დიდი პრობლემაა.ერთი კვირის განმავლობაში არც ერთი სიახლე...
სამი ტური მიილია, ქალები უდანაკარგოდ, ერთპიროვნულად ლიდერობენ და ადმინს ღრმად სძინავს....
ცუდად წერს და მიტომ,გადაწერაზეა
ყოჩაღ