თამაშგარე

10:54 | 30.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესის ოჯახური “ჰეთ თრიქი“

როგორც ჩანს, მესების ოჯახში მომავალ წელს კვლავ გაისვრიან თოფს და ლეოს მორიგი, რიგით მესამე პირმშოს დაბადებას აღნიშნავენ. ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ არგენტინელი სუპერფეხბურთელის ფეხმძიმე ცოლმა, ანტონელა რეკუზომ ჩვენს პლანეტას ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო.

როგორ უკვე ავღნიშნეთ, კატალონიის “ბარსელონას“ შემტევს, ანტონელასთან უკვე ჰყავს ორი ვაჟიშვილი - ტიაგო და მატეო და ლეოს ისეთი ტემპი აქვს აღებული, მალე ნახევარი კატალონია და არგენტინა მისი შვილი იქნება. სერიოზულად კი, ყველა იძახის, მესი ფანტასტიური, მზრუნველი მამაა და ბევრი შვილი სწორედ ასეთ კაცს უნდა ჰყავდესო.

რაც შეეხება ლეო მესის ცოლს, ანტონელა რეკუზოს, მან ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე თქვა, რომ ქმართან შეთანხმების მიხედვით, შვილების გაჩენას იქამდე გააგრძელებს, სანამ ამის ილაჯი ექნება და მასაც, ისევე როგორც ლაიონელს ბავშვებზე ზრუნვაზე დიდ სიხარულს არაფერი ანიჭებთ. ჰოდა, ასრულებს ხალხი პირობას - რა გვინდა...

0.109862