იტალიის სერია A-ში ხუთი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯანა”, რომელიც ჯერჯერობით გამარჯვების მოპოვებას ვერაფრით ახერხებს.
რეჯიო ემილიელებმა ამჯერზე “ტრენტოსთან” ვერ გააწყვეს ვერაფერი – 69:91. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 30 წუთი გაატარა.
ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 2 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა შესძინა. მანუჩარმა 4 სამქულიანიდან ვერცერთი ჩააგდო, ხოლო ხუთი ორქულიანიდან მხოლოდ ერთხელ მოათავსა ბურთი კალათში.
“რეჯანა” მომდევნო ტურში 5 ნოემბერს, “ბრეშას” სტუმრად დაუპირისპირდება, რომელიც 5 მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება.