ფეხბურთი

18:40 | 29.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიჭინავა ისევ შეუჩერებელია

გაიმართა ეროვნული ლიგა2-ის ტურის დარჩენილი სამი მატჩი. ლიდერი “რუსთავი” 0:2-ს აგებდა “ცხინვალთან”, მაგრამ 5:2 იმარჯვა. ჰეთ-თრიქი გაიფორმა დათა სიჭინავამ და უკვე 27 გოლი დაუგროვდა მიმდინარე სეზონში. ლიგა2-ის საუკეთესო ბომბარდირია. რუსთაველთაგან დანარჩენი ორი გოლი ზაზა ციცქიშვილმა გაიტანა.

მოიგო მეორეადგილოსანმა მარტვილის “მერანმაც”, კერძოდ, 1:0 “ვიტ ჯორჯიასთან”. მე-7 წუთზე რევაზ ბარაბაძემ პენალტი ვერ გაუტანა ვიტელებს, გოლი კი მეორე ნახევარში გავიდა: უკრაინელმა სერგეი ტრეტიაკმა მოახერხა გატანა.

3 ნოემბერს რუსთავის “ფოლადზე” გაიმართება ლიგა2-ის სეზონის მთავარი მატჩი: “რუსთავი”-“მერანი”.

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში კი “ზუგდიდი” და “სამგურალი” უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. ზუგდიდელები ბოლო საფეხურზე არიან.

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ტრეტიაკი (62)

ცხინვალი – რუსთავი 2:5 (2:2)

გოლები: 1:0 მაქაცარია (15), 2:0 ქრისტესიაშვილი (28), 1:2 სიჭინავა (31), 2:2 სიჭინავა (38), 2:3 ციცქიშვილი (50), 2:4 ციცქიშვილი (57), 2:5 სიჭინავა (86)

ზუგდიდი – სამგურალი (წყალტუბო) 0:0

შეგახსენებთ ტურის გუშინდელი მატჩების შედეგებს: გაგრა-გურია 3:1, მეშახტე-სიონი 1:2.

0.112604