1970 - დაიბადა ედვინ ვან დერ სარი. ჰოლანდიის ნაკრების (1995-2008), ამსტერდამის “აიაქსის” (1990-99), ტურინის “იუვენტუსის” (1999-2001), ლონდონის “ფულჰემისა” (2001-05) და “მანჩესტერ იუნაიტედის” (2005-2011) გოლკიპერი. ჰოლანდიის ოთხგზის ჩემპიონი. 2008 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. 1992 წელს “აიაქსთან” ერთად უეფას თასს დაეუფლა. 1995 წელს მან ასევე ”აიაქსთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა (1995) და უეფას სუპერთასი. “იუვესა” და “ფულჰემის” რიგებში მოიგო ინტერტოტოს თასი. “მანჩესტერთან” ერთად 3-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (2007, 2008, 2009), ერთხელ ინგლისის ლიგის თასის გათამაშების, 2-ჯერ Community Shield-ის გამარჯვებული. აგრეთვე “მანჩესტერის” მაისურით მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2008) და უეფას სუპერთასი (2008). მონაწილეობდა მსოფლიოსა (1998, 2006) და ევროპის (1996, 2000, 2004, 2008) ჩემპიონატებზე. 2008 წელს შეიყვანეს ევროპის პირველობის სიმბოლურ ნაკრებში. ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 130 მატჩი. 1995 და 2008 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მეკარედ.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1924 - ლუიჯი ჩევანინი პირველი იტალიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ინგლისური კლუბის ღირსება დაიცვა. “სკუადრა აძურას” წევრი (ჩევანინს აპენინელთა შემადგენლობაში ჩატარებული აქვს 18 შეხვედრა) “პლიმუტში” ასპარეზობდა.
1930 - კანადაში პირველად საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას სტადიონზე ღამის განათება ჩართეს.
1939 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ბეიბ სეიბერტის ხსოვნის მატჩი გაიმართა. NHL-ის “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებმა “მონრეალ კანადიენსს” 5:3 მოუგო.
1945 - ჰეფი ჩენდლერი სენატორობიდან გადადგა და ბეისბოლის ეროვნული ლიგის (MLB) კომისარად დარჩა.
1960 - ამერიკულ ფეხბურთში კალიფორნიის შტატის ნაკრები ჩარტერული რეისით მგზავრობისას ავიაკატასტროფაში მოჰყვა. დაიღუპა 16 სპორტსმენი.
1960 - ოლიმპიურმა ჩემპიონმა კასიუს კლეიმ (მუჰამედ ალიმ) პროფესიონალურ რინგზე პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა. მომავალმა მსოფლიოს ჩემპიონმა ტუნი ჰანსეიკერი მეექვსე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
1961 - სერ სტენლი მეტიუზმა “ბლექბერნიდან” დაბრუნების შემდეგ “სტოკ სიტიში” პირველი მატჩი ჩაატარა. ამ შეხვედრას 35 288 მაყურებელი დაესწრო, როდესაც “სტოკ სიტის” წინა ასპარეზობას მხოლოდ 8 409 გულშემატკივარმა მიადევნა თვალი.
1986 - ბეისბოლისტთა კლუბ “პადრესის” მოთამაშე ლამარ ჰოიტი ნარკოტიკებით აშშ-მექსიკის საზღვარზე გადასვლისას დააკავეს.
1987 - ტომას ჰარნსი ერთადერთი მოკრივე გახდა, რომელმაც კრივში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ოთხ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა.
1996 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში პორტუში, სტადიონ “დრაგაუზე” ადგილობრივ “ბოავიშტასთან” 0:5 წააგო (პირველი შეხვედრა თბილისში ქართველებმა 1:0 მოიგეს) და ტურნირს გამოეთიშა. “დინამო”: ზოიძე, ჩხაიძე, ლობჟანიძე, დიდავა, ჯელაძე, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე (კუდინოვი), ჯამარაული, კობიაშვილი, ინალიშვილი (კერძევაძე), დემეტრაძე (იაშვილი). გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.
1997 - იტალიის ნაკრებში თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა ჯანლუიჯი ბუფონმა. იმ დღეს “სკუადრა აძურა” მსოფლიოს შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფის პირველ მატჩში მოსკოვში რუსეთის ნაკრებს შეხვდა. ასპარეზობა 1;1 დასრულდა.
2004 - კოკაინის მოხმარებაში მხილების გამო ლონდონის “ჩელსიმ” კონტრაქტი გაუწყვიტა რუმინელ ლეგიონერს Aადრიან მუტუს.
2006 - “კალჩოპოლის” სკანდალში გახვეულ კლუბებს წინასასეზონოდ დაკლებულ (საჯარიმო) ქულათა რაოდენობა შეუმცირეს.
2007 - ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, იაპ სტამმა აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. იმხანად იგი ამსტერდამის “აიაქსის” ღირსებას იცავდა.
2008 - დიეგო არმანდო მარადონა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ამ დღეს დაიბადნენ
1917 - ჰენრი კარლსონი. შვედი ჰოკეისტი. 1948 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1941 - ვიქტორ ზინგერი. საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” გოლკიპერი. ზამთრის ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.
1943 - ნორმან ჰანტერი. ინგლისის ნაკრებისა და “ლიდს იუნაიტედის” ცენტრალური მცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 28 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. საკლუბო დონეზე მოგებული აქვს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა (1972) და ლიგის (1968) თასები. 1968 და 1971 წლებში დაეუფლა ბაზრობათა თასს.
1946 - ნიკოლაი კოროლკოვი. საბჭოთა ცხენოსანი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1946 - ვიმ იანსენი. ჰოლანდიის ნაკრებისა და როტერდამის “ფეიენოორდის” ფეხბურთელი. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი. მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი, ჰოლანდიის პირველობა და თასი.
1953 - დენის პოტვინი. კანადელი ჰოკეისტი. ჰოკეის ეროვნულ ასოციაციაში 3-ჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო მცველად. პოტვინი 5-ჯერ დაასახელეს NHL-ის “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებში. “ნიუ იორკ აილენდერზის” რიგებში 4-ჯერ მოიპოვა “სტენლის თასი”.
1954 - ჰერმან რონალდ ფრეიზერი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე და ამავე დისტანციაზე ესტაფეტით რბენაში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1960 - მაიკლ კარტერი. ამერიკელი ტყვიის მსროლელი. 1984 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1968 - იოჰან ოლაფ კოსი. ნორვეგიელი მოციგურავე. ოთხგზის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მოიგო სამი დისტანცია და სამივეში მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა. ამ ოლიმპიადის დასრულებისთანავე კოსმა აქტიური სპორტული კარიერა შეწყვიტა.
1970 - ედვინ ვან დერ სარი. ჰოლანდიის ნაკრების (1995-2008), ამსტერდამის “აიაქსის” (1990-99), ტურინის “იუვენტუსის” (1999-2001), ლონდონის “ფულჰემისა” (2001-05) და “მანჩესტერ იუნაიტედის” (2005-2011) გოლკიპერი. ჰოლანდიის ოთხგზის ჩემპიონი. 2008 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. 1992 წელს “აიაქსთან” ერთად უეფას თასს დაეუფლა. 1995 წელს მან ასევე ”აიაქსთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა (1995) და უეფას სუპერთასი. “იუვესა” და “ფულჰემის” რიგებში მოიგო ინტერტოტოს თასი. “მანჩესტერთან” ერთად 3-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (2007, 2008, 2009), ერთხელ ინგლისის ლიგის თასის გათამაშების, 2-ჯერ Community Shield-ის გამარჯვებული. აგრეთვე “მანჩესტერის” მაისურით მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2008) და უეფას სუპერთასი (2008). მონაწილეობდა მსოფლიოსა (1998, 2006) და ევროპის (1996, 2000, 2004, 2008) ჩემპიონატებზე. 2008 წელს შეიყვანეს ევროპის პირველობის სიმბოლურ ნაკრებში. ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 130 მატჩი. 1995 და 2008 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მეკარედ.
1970 - ფილიპ კოკუ. ჰოლანდიის ნაკრების, “ალკმაარის”, “ვიტესის”, ეინდჰოვენის პსვ-ს, “ბარსელონას” და “ალ-ჯაზირას” ფეხბურთელი. მონაწილეობდა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე და ევროპის ორ (2000, 2004) პირველობაზე. ჰოლანდიის ოთხგზის ჩემპიონი, ორგზის თასისა და სუპერთასის მფლობელი. ესპანეთის ჩემპიონი. ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 101 მატჩში, 10 გოლი აქვს გატანილი.
ამ დღეს გარდაიცვალა
1928 - ბობ რობერტსი. იგი 1881 წლიდან ლონდონური “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” გოლკიპერი იყო, მანამდე კი ორი სეზონი ამ გუნდში მოედნის მოთამაშის სტატუსით გაატარა. რობერტსმა ზედიზედ სამჯერ იასპარეზა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალებში (1886, 1887, 1888) და ბოლო მცდელობისას საპატიო პრიზის მფლობელი გახდა. გარდაიცვალა 70 წლის ასაკში.