ფეხბურთი

4:00 | 29.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ლიდერებმა ბასკეთში იმარჯვეს

ლა ლიგის მე-10 ტურის პირველ სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. ტურის გახსნით მატჩში “ვალენსია” გასვლაზე “ალავესს” დაუპირისპირდა და ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა.

“ღამურები” შესანიშნავ ფორმაში არიან და უკანასკნელ 5 მატჩში 21 გოლი ჰქონდათ გატანილი. ვალენსიელებს ამჯერად ასე ფეერიულად არ ითამაშიათ, მეტოქემ ბევრი პრობლემა შეუქმნა, თუმცა “ღამურებმა” უმთავრესი მიზანი შეასრულეს: “მესტალიაზე” 3 ქულით დაბრუნდნენ.

ძალიან კარგად გამოჩნდა, თუ რა ძალას წარმოადგენს დანი პარეხო “ვალენსიასთვის”. მადრიდის “რეალის” სკოლა გამოვლილს ყვითელი ბარათები დაუგროვდა და თამაშის გამოტოვება მოუწია, კაპიტნის გარეშე კი “ლოს ჩეს” მოედნის ცენტრში ძალიან გაუჭირდა და ამან გუნდის თამაშის ხარისხს სერიოზული დაღი დაასვა.

“ვალენსიამ” ტაიმი ბრწყინვალე ფორმაში მყოფი სიმონე ძაძას გოლით მოიგო, რომელმაც 34-ე წუთზე ჩინებული ბურთი გაიტანა და მიმდინარე ლა ლიგაში მე-9 გოლი შეაგდო. “ალავესმა” წონასწორობა 49-ე წუთზე აღადგინა: მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს, მეორე სართულზე ყველას ალექსის რუანომ აჯობა და ყოფილ გუნდს გაუტანა. 65-ე წუთზე კი, ალექსისმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც როდრიგო მორენომ აქცია გოლად. დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს უტევდნენ და გათანაბრების რეალური შანსიც ჰქონდათ, ხოლო სტუმრები უმწვავესი კონტრშეტევებით აწუხებდნენ მეტოქეს და ცოტა ყურადღებით რომ ყოფილიყვნენ, მესამე გოლსაც გაიტანდნენ - 1:2.

იმარჯვა “ბარსელონამაც” და “ვალენსიას” მოახლოების საშუალება კვლავ არ მისცა. ერნესტო ვალვერდემ გასვლაზე ყოფილი კლუბი “ბილბაო” დაამარცხა. ბასკებს ცუდად არ უთამაშიათ და რეალური საგოლე მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგეს და უქულოდ დარჩნენ.

პირველი საგოლე შანსი სწორედ მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ მე-18 წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ადურისმა ცუდად ითამაშა და ტერ შტეგენს ვერ აჯობა. ორიოდე წუთში უკვე მესის ჰქონდა 100%-იანი საგოლე შანსი, არგენტინელმა მეკარე მოატყუა და ახლო მანძილიდან ცარიელი კარის ძელს მოარტყა ბურთი. ლიონელმა შეცდომა 36-ე წუთზე გამოასწორა, ალბას გადაცემას გამოეხმაურა და არიზაბალაგა უშანსოდ დატოვა. “ბლაუგრანას” ტაიმის ბოლოს მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ პაულინიოს დარტყმის შემდეგ, ბურთი კეპას კარის ხარიხამ აისხლიტა.

მეორე ტაიმში “ბილბაო” აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და გასათანაბრებლად ყველაფერს აკეთებდა. შანსებიც ჰქონდა: 53-ე წუთზე რაულ გარსიას თავური ხარიხამ მოიგერია, ხოლო 85-ე წუთზე არიც ადურისს კვლავ ტერ შტეგენმა აჯობა. კატალონიელებს მთელი მეორე ტაიმის განმალობაში შეტევაში თითქმის არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ გოლი მაინც გაიტანეს – 92-ე წუთზე შეტევაში მთელი გუნდით წასულმა ბასკებმა ბურთი დაკარგეს, რასაც სტუმართა კონტრშეტევა მოჰყვა, რომელიც პაულინიოს გოლით დასრულდა – 0:2. “ბარსელონა” მე-2 ადგილოსან “ვალენსიას” კვლავ 4 ქულით უსწრებს.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, სადაც ადგილობრივი “ატლეტიკო” “ვილიარეალს” დაუხვდა და შინ ქულა გაატანა. პირველ ნახევარში რეალური საგოლე შანსები ორივე გუნდს ჰქონდა: მასპინძელთაგან დიეგო გოდინს სტუმართა კიპერმა ბარბოსამ აჯობა, ხოლო საულის დარტყმის შემდეგ ვიქტორ რუისმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. სტუმართაგან სედრიკ ბაკამბუს შეეძლო გატანა, რომელიც მეკარესთან პირისპირ იყო დარჩენილი, მაგრამ დარტყმა დააგვიანა, სტეფან სავიჩმა ჩამოასწრო და საკუთარი გუნდი დიდი უსიამოვნებისგან იხსნა.

ანგარიში 61-ე წუთზე ანხელ კორეამ გახსნა, რომელმაც ფლანგზე ხაუმე კოსტა დაჩაგრა და შემდეგ ბარბოსას ახლო კუთხეში გაუტანა. გამეიროს ხუთიოდე წუთში მეორეს გატანა შეეძლო, მაგრამ არგენტინელ კიპერს ვერ აჯობა. გამოუყენებელი მომენტის გამო “ატლეტიკო” 81-ე წუთზე დაისაჯა: სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, მეორე სართულზე კარლოს ბაკამ დიეგო გოდინს აჯობა და თავური დარტყმით გაათანაბრა – 1:1. მადრიდელთა მაისურით 315-ე შეხვედრა ჩაატარა დიეგო გოდინმა და ამ მხრივ, "როხიბლანკოს" ყველა უცხოელი მოთამაშე ჩამოიტოვა.

დღის დასკვნით მატჩში “სევილიამ” “ლეგანესს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა. მასპინძლებმა ტაიმი ბენ იედერის გოლით მოიგეს. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე კი “ლეგანესმა” გაათანაბრა: მსაჯმა ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც შიმანოვსკიმ გოლად აქცია. ანდალუსიელებს პაბლო სარაბიამ მოაგებინა, რომელმაც 54-ე წუთზე შორეული გასროლით ბრწყინვალე გოლი გაიტანა – 2:1. აღსანიშნავია, რომ “ლეგანესმა” 15 სექტემბრის შემდეგ პირველად გაუშვა გოლი.

ალავესი – ვალენსია 1:2 (0:1)

ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (5-3-2): პაჩეკო, ელი, ალექსისი, დიეგუესი, ალფონსო, ვიგარაი, პინა (სობრინო 81), ვაკასი, მ.გარსია, ელ ჰადადი (კრკიჩი 73), კ.სანტოსი.
მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი

ვალენსია (4-4-2): ნეტო, პაულისტა, გარაი, მონტოია, გაია, კონდოგბია, სოლერი (მაქსიმოვიჩი 87), გუედეში (ლატო 77), ა.პერეირა, როდრიგო, ძაძა (მინა 79).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 0:1 ძაძა (34), 1:1 ალექსისი (49), 1:2 როდრიგო (66 პენ.)
გაფრთხილებები: ვიგარაი, კ.სანტოსი, ელი, დიეგუესი, მ.გარსია – პაულისტა
მსაჯი: გონსალეს გონსალესი

ბილბაო – ბარსელონა 0:2 (0:1)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ნუნესი, ლაპორტე, ბალენსიაგა, ლეკუე, სან ხოსე (ბენიატი 68), იტურასპე, უილიამსი (სუსაეტა 83), რ.გარსია, კორდობა, ადურისი.
მწვრთნელი: ხოსე ანხელ ზიგანდა

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი, უმტიტი, პიკე, ალბა, რობერტო, პაულინიო, გომეში (სემედუ 83), რაკიტიჩი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 მესი (36), 0:2 პაულინიო (92)
გაფრთხილებები: იტურასპე – ბუსკეტსი, პიკე, პაულინიო, უმტიტი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

ატლეტიკო – ვილიარეალი 1:1 (0:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ხუანფრანი, ლუისი, ტეიე, გაბი, საული, ა.კორეა, გრიზმანი, გამეირო (ვიეტო 75).
მწვრთნელი: დიეგო სომეონე

ვილიარეალი (4-4-2): ბარბოსა, რუისი, ალვარო, გასპარი, კოსტა (რუკავინა 69), რ.ერნანდესი, რ.სორიანო (კასტილიეხო 60), ტრიგეროსი, ფორნალსი (ჩერიშევი 76), ბაკა, ბაკამბუ.
მწვრთნელი: ხავი კალეხა

გოლები: 1:0 ა.კორეა (61), 1:1 ბაკა (81)
გაფრთხილებები: ტრიგეროსი, ბაკამბუ, ბაკა, ალვარო
მსაჯი: უნდიანო მალენკო

სევილია – ლეგანესი 2:1 (1:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): სორია, ლენგლე, კიაერი, კორშია (ნავასი 78), ესკუდერო, ნ’ზონზი, პიზარო, სარაბია, კრონ-დელი (ბანეგა 63), ხ.კორეა (ნოლიტო 42), ბენ იედერი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ლეგანესი (4-2-3-1): კუელარი, სიოვასი, მ.დოს სანტოსი, რ.გარსია, ზალდუა, რ.პერესი (ბრასანაჩი 59), ერასო, გაბრიელი (ნარანხო 81), შიმანოვსკი, ამრაბატი (ელ ჟარი 46), ბივუ.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

გოლები: 1:0 ბენ იედერი (20), 1:1 შიმანოვსკი (48 პენ.), 2:1 სარაბია (54)
გაფრთხილებები: რ.პერესი, გაბრიელი, ნარანხო
მსაჯი: დავიდე მედიე ხიმენესი

თეგებილა ლიგა
0.174235