ძიუდო

23:51 | 28.10.2017 | ნანახია NaN - ჯერ

ბექა ღვინიაშვილი ქართულ ფინალში დამარცხდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) აბუ დაბის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და 700 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ 22 წლის ქართველ ძიუდოისტს არაბულ ტატამზე უმაღლეს ტიტულამდე ესპანეთის ნაკრების წევრ ნიკოლოზ შერაზადიშვილის ძლევა დააკლდა.

ფინალის გზაზე ღვინიაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა. ბრაზილიელ ედუარდო ბეტონის წუთსა და 20 წამში მოუმთავრა საქმე. ტაჯიკ კომრონსოხ უსტოპირიონს 3 წუთსა და 38 წამში სძლია. რუს ალექსანდრ როსლიაკოვს კი "ოქროს დროში” შესრულებული ვაზარით აჯობა.

ფინალში ბექა ღვინიაშვილი მესამე წუთის მიწურულს, სუფთა გდებით დამარცხდა. გადამწყვეტ გდებამდე, შერაზადიშვილმა ერთხელ კონტრ-ილეთით ვაზარიც აიღო.

აბუ დაბის გრან სლემზე მეორე საპრიზო ადგილის დაკავებით, მსოფლიოს რეიტინგში მე-16 ადგილზე მყოფმა ქართველმა ძიუდოისტმა მოწინავე ათეულში შესვლა გაინაღდა.

დღესვე, აბუ დაბის ტატამზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანიც გავიდა, მაგრამ წარუმატებლად - პირველსავე შეხვედრაში, უილეთო ბრძოლაში "ოქროს დროში” მიღებული გაფრთხილებით დამარცხდა იტალიელ ჯულიანო ლოპორჩიოსთან.

საქართველოს ნაკრები პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე სულ 6 სპორტსმენით გამოვიდა და პოდიუმზე 2 მათგანი ავიდა. სამდღიანი გრან სლემის პირველ დღეს, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:16 | 20.10.2013
mushni (93569)

ეჰ როგორ გააფარჩაკეს მილანი

23:48 | 19.10.2013
Diavolo (25)

чавардна квелас кониа да екнеба .арамгониа ювем миланзе укет иаспареза шаршан лигазе.

23:53 | 19.10.2013
the unforgiven (505)

მილანი 3 წელია ვერ ამოვარდა:დ

05:15 | 20.10.2013
mushni (93569)

ამოვარდნილია არაა დედა არ ჰყავს

23:13 | 19.10.2013
the unforgiven (505)

ვერ ვიტან მილანს მარა ბარსა უფრო ზლიერია და მაგ პონტში ვუქომაგებ
სუსტებისკენ ვარ ყოველთვის:დ

15:55 | 20.10.2013
jokua (3910)

ყოველთვის ეგრე ვარ

23:11 | 19.10.2013
the unforgiven (505)

მაინც ბირსაააა მაგის კარგიც მ,,

23:13 | 19.10.2013
slash (4728)

ტიპი გაცვალეს ანტონინიში და მოიყვანეს ზამენის ზამენად და ორი მატჩია უძლიერესად თამაშობს და გოლებიც გააქვს და თუ გინდა ჭიჭვეიშვილი დაარქვი

05:15 | 20.10.2013
mushni (93569)

DD ჭიჭეიშვილიDDD

23:09 | 19.10.2013
slash (4728)

აუ ბირსამ რა ჩაახვია საღოლ რა ვისაც რა უნდა ის თქვას ბირსა მაგარი შენაძენია იმენა დაგლიჯა გალიანიმ ტიპს სისწრაფე აქვს დარტყმა აქვს ტექნიკა აქვს მებრძოლი არის მერე რა რომ ბირსა ქვია ორი ულმაზესი გოლი ხომ გაიტანა და ისედაც ორი მატჩია ვიძახი მაგრად ყომარობს ძაან .

22:49 | 19.10.2013
alemano (2049)

ეს არ იყო წინა წელსაც და კი მიართვეს იტალიური ბარსელონას, როგორც ვიცი პირველი თამაში სან სიროზეა და მანდ მაგრად უჭირს ბოლო წლები ბარსელონას არც ადრე ულხინდა არცთუ სახარბიელო სტადიონია სან სირო ბარსელონასთვის ერთი ბოლო წლებში მოუგეს ჯგუფში 2-3 და იქაც მაგრად გაუჭირდათ ასე რო გამორიცხული არაფერია ყველაზე ღადაობა იქნება 23 და 24 ში თუ მიართვეს იტალიელებმა ესპანელებს ორივეს

22:42 | 19.10.2013
the unforgiven (505)

გაჭირვებულს ბალოტელი აღმართში წამოეწიაოDDDDD

05:14 | 20.10.2013
mushni (93569)

DDD აღმართში

22:25 | 19.10.2013
slash (4728)

ამ თამაშს წყნარად წააგებს მილანი ასე 2-0ს

22:19 | 19.10.2013
El Capitano 7 (35967)

ესღა აკლდა ამათ DD

05:14 | 20.10.2013
mushni (93569)

DDD

0.068954