ფეხბურთი

19:06 | 28.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" მოგება - ქუთაისელები ქუთაისელმა გაამწარა

გორის "დილამ" შინ 1:0 მოუგო ქუთაისის "ტორპედოს" და ჩემპიონობის შანსი შეუმცირა. "დილა" ამასწინათ თბილისის "დინამოსაც" უგებდა, მაგრამ ბოლო წუთებზე თბილისელებმა მოახერხეს ორი გოლის გატანა, აი, "ტორპედომ" კი ეს ვერ მოახერხა.

56-ე წუთი იყო, ლევან ნონიკაშვილმა გააყოლა ბურთი პედრინიოს, რომლის ჩაწოდებულზეც დავით კირკიტაძე ძალიან მაღლა ახტა და თავურით გაიტანა - 1:0. ნახტომიც ამას ერქვა, მშვენივრად შეასრულა კირკიტაძემ... სხვთა შორის, გოლიც არ აღნიშნა: ქუთაისელია, "ტორპედოში" თამაშობდა და წარსული არ დაივიწყა.

არადა, პირველ ტაიმში ქუთათურები ფლობდნენ უპირატესობას. გოლის მერეც, დარჩენილ დროშიც, რა თქმა უნდა, უფრო მეტს "ტორპედო" უტევდა, მაგრამ ასპროცენტიანი მომენტი მაინც ვერ შექმნა - "დილა" კარგად იცავდა თავს.

"დილა" მეშვიდე ადგილზეა და ეცდება, ეს პოზიცია შეინარჩუნოს, რათა გადათამაშებაში არ მოუწიოს ნერვების წყვეტა.

ეროვნული ლიგა. 32-ე ტური

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

დილა (გორი) - ტორპედო (ქუთაისი) 1:0 (0:0)

დილა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, აბუბაქარი, კვახაძე, მორასი, პაპავა, ნონიკაშვილი (ჰეიფორდი 85), ძარია, პედრინიო (ფოფხაძე 78), კირკიტაძე, ფანცულაია (გოგატიშვილი 79)

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გ.გურული, ქიმაძე, ფალავანდიშვილი (ბერიაშვილი 70), ბაბუნაშვილი (კვირკვია 66), კუხიანიძე, დოლიძე, კორობკა (გიგაური 56), კაპანაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 1:0 კირკიტაძე (56)

გაფრთხილება: აბუბაქარი, ფოფხაძე

მსაჯი: ხარიტონაშვილი

0.123024