მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ინსტაგრამის გვერდზე ლაივ ჩართვა გააკეთა, რა დროსაც გულშემატკივრების კომენტარებს პასუხობდა.
ხსენებულ ლაივზე პორტუგალიელ ვარსკვლავს ყოფილი თანაგუნდელი იკერი კასილიასი გამოეხმაურა, რომელიც ახლა “პორტუში” თამაშობს და გაეხუმრა:
“კრიშტიანუ, პორტუგალიაში ხალხს შენზე მეტად ვუყვარვარ”, - დაწერა იკერმა. თავის მხრივ, რონალდუს პასუხმაც არ დააყოვნა:
“იკერ, ძმაო, პორტუგალიაში შენ ყველას უყვარხარ. გეხვევი”, - პასუხობს კრიშტიანუ.