გაიმართა ეროვნული ლიგა2-ის 32-ე ტურის ორი მატჩი. მესამე ადგილზე მყოფი ბოლნისის "სიონი" ტყიბულში აგებდა "მეშახტესთან", მაგრამ მეორე ნახევარში მოახერხა გარდატეხის შეტანა და 2:1 იმარჯვა. დიდი ალბათობით, "სიონი" მესამე ადგილზე გავა და ლიგა1-ის მერვეადგილოსანთან ითამაშებს პლეი ოფში, თუმცა ჯერ მაინც სიფრთხილე მართებს.
"გაგრამაც" წააგო პირველი ტაიმი, კერძოდ, ლანჩხუთის "გურიასთან" მარცხდებოდა და მეორე ნახევარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა - 3:1. დუბლი შეასრულა ლევან პაპავამ. მან მატჩის ბოლო ორი გოლი გაიტანა.
მიუხედავად ამისა, "გაგრას" მესამეზე გასვლის შანსი თითქმის ნულს უტოლდება.
მეშახტე (ტყიბული) - სიონი (ბოლნისი) 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 აფხაზავა (12), 1:1 ჭანკოტაძე (60), 1:2 ზ.თევზაძე (65)
გაგრა - გურია (ლანჩხუთი) 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 მეგრელიშვილი (45 პენ), 1:1 გ.ქურდაძე (62), 2:1 პაპავა (73), 3:1 პაპავა (84)
გაძევება: მოსიძე (59, გურია), ჭანტურიძე (80, გურია)
კვირას 15:00 საათზე დაიწყება ტურის კიდევ სამი მატჩი: მერანი - ვიტ ჯორჯია, ცხინვალი - რუსთავი, ზუგდიდი - სამგურალი.