მიუნხენის “ბაიერნი” არტურო ვიდალის გაყიდვაზე მუშაობას იწყებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, მიუნხენში ჩილელი ფეხბურთელის უდისციპლინო საქციელები მობეზრდათ და ზამთარში მის გასხვისებას აპირებენ.
საქმე ისაა, რომ არტურომ ცოტა ხნის წინ, ღამის კლუბში იჩხუბა და ამან “რეკორდმაისტერის” მკაცრი ხელმძღვანელობა ძალიან გააბრაზა.
ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული ცნობა აღნიშნულის შესახებ არ ვრცელდება. ცნობილია ის, რომ ჩილელი ნახევარმცველის სამსახურით კარგა ხანია მილანის “ინტერია” დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში ვიდალმა “ბაიერნის” ღირსება ბუნდესლიგის 6 მატჩში დაიცვა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.