ევროლიგის მეოთხე ტურში გამანადგურებელი მარცხი განიცადა “უნიკახამ”. მალაგელები ესპანეთის ჩემპიონ “ვალენსიასთან” სტუმრად 53:91 გაცამტვერდნენ.
ანდალუზიელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა გიორგი შერმადინი, რომელიც საკუთარი გუნდის დარად, არცთუ მაღალ დონეზე გაისარჯა. საერთოდ ჩვენებურს მცირე დროც დაეთმო, მხოლოდ 09:44 წუთი. ხსენებულ დროში კი გიორგიმ 2 ქულა და 2 მოხსნა გაახერხა.
ქართველმა ცენტრმა ორქულიანი ერთხელ ესროლა და ზუსტად, ხოლო ორი საჯარიმო გააცუდა.
“უნიკახას” ევროლიგაში 4 ტურის შემდეგ 1 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და მე-14 ადგილზე იმყოფება. ამ ტურნირზე მალაგელები მომდევნო მატჩს 3 ნოემბერს, სტუმრად თურქულ “ანადოლუ ეფესთან” ჩაატარებენ. იქამდე კი ლიგა ენდესაში მოუწევთ თამაში – 29 ოქტომბერს, “ესტუდიანტესთან”.