ესპანურ “ბასკონიას” მთავარი მწვრთნელის შეცვლა ჯერჯერობით ვერ შველის. ბასკურმა კლუბმა ევროლიგაში მორიგი, ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო – ამჯერად გერმანულ “ბამბერგთან” (72:78).
“ბასკონიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პარასკევს პედრო მარტინესი დაინიშნა, თუმცა გერმანიაში სერხიო ვალდეოლმილოსმა უთავკაცა.
ესპანელთა ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია წინა ტურისგან განსხვავებით, მაინც და მაინც შედეგიანი თამაშით ვერ გამოირჩა. თორნიკემ პარკეტზე 36:23 წუთი გაატარა და 8 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
შენგელიამ 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან ორი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამჯერ სამქულიანი უშედეგოდ ესროლა.
“ბასკონიას” ევროლიგაში 4 ტურის თავზე მოგება არ აქვს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე იმყოფება. ბასკები ამ ტურნირზე მომდევნო მატჩს 2 ნოემბერს, შინ ათენის “პანათინაიკოსთან” ჩაატარებენ. თუმცა, იქამდე ლიგა ენდესაში 29 ოქტომბერს, “სარაგოსას” უმასპინძლებენ.