უეფას ჩემპიონთა ლიგის ყველაზე შედეგიანი გუნდი მადრიდის “რეალია”. საუბარი არ გვაქვს ტიტულებზე და არც მიმდინარე სეზონზე. არამედ, გატანილ გოლებზე და მხედველობაში ყველა დროის შედეგები მიიღება.
კერძოდ, იმ პერიოდიდან, როდესაც ჩემპიონთა ლიგა ეწოდება ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირს. “სამეფო კლუბს” აღნიშნულ გათამაშებაში ყველაზე მეტ გოლთან ერთად, ყველაზე მეტი მატჩიც აქვს ჩატარებული. ესპანური გრანდის შემდეგ “ბარსელონა” მოდის, ხოლო სამეულს მიუნხენის “ბაიერნი” ასრულებს.
აქვე, გავეცნოთ უეფას ჩემპიონთა ლიგის ყველაზე შედეგიანი გუნდების ათეულს:
1. “რეალი” (ესპანეთი) – 241 თამაში, 510 გოლი (საშუალოდ თამაშში 2.11 გოლი), 22 მონაწილეობა ტურნირზე
2. “ბარსელონა” (ესპანეთი) – 226 თამაში, 466 გოლი (საშუალოდ თამაშში 2.06 გოლი), 22 მონაწილეობა ტურნირზე
3. “ბაიერნი” (გერმანია) – 236 თამაში, 421 გოლი (საშუალოდ თამაშში 1.78), 21 მონაწილეობა ტურნირზე
4. “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი) – 209 თამაში, 358 გოლი (საშუალოდ თამაშში 1.71 გოლი), 21 მონაწილეობა ტურნირზე
5. “არსენალი” (ინგლისი) – 177 თამაში, 281 გოლი (საშუალოდ თამაშში 1.58 გოლი), 19 მონაწილეობა ტურნირზე
6. “იუვენტუსი” (იტალია) – 173 თამაში, 268 გოლი (საშუალოდ თამაშში 1.54 გოლი), 18 მონაწილეობა ტურნირზე
7. “ჩელსი” (ინგლისი) – 151 თამაში, 260 გოლი (საშუალოდ თამაშში 1.72 გოლი), 15 მონაწილეობა ტურნირზე
8. “მილანი” (იტალია) – 158 თამაში, 220 გოლი (საშუალოდ თამაშში 1.39 გოლი), 16 მონაწილეობა ტურნირზე
9. “პორტუ” (პორტუგალია) – 167 თამაში, 219 გოლი (საშუალოდ თამაშში 1.31 გოლი), 21 მონაწილეობა ტურნირზე
10. “ლიონი” (საფრანგეთი) – 118 თამაში, 187 გოლი (საშუალოდ თამაშში 1.58 გოლი), 14 მონაწილეობა ტურნირზე