ფეხბურთი

11:05 | 28.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რატომ არ თამაშობს კასილიასი "პორტუში"?

პორტუგალიური “პორტუს” მეკარე იკერ კასილიასი ბოლო დროს უთამაშებლობას უჩივის. ლეგენდარულ ესპანელს ტრავმა არ აწუხებს და მეტიც, სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ სერჟიო კონსეისაო, იკერს ახალგაზრდა ჟოსე სას აგერ უკვე მიჯრით ოთხი მატჩია ამჯობინებს.

აღნიშნული საკითხის შესახებ “დრაკონებს” მთავარ მწვრთნელს დაეკითხნენ და ასეთი პასუხი გასცა:

“ფეხბურთელებმა იციან ჩემი მოთხოვნები – ვარჯიშზე 100%-ით უნდა დაიხარჯონ. იკერი ჩემთან მოვიდა და მკითხა, თუ რატომ არ თამაშობს, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს ვარჯიშის შედეგია.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ფეხბურთელს რა ჰქვია ხოაკინი, მანუელი თუ ანტონიო – მთავარია, რომ ის ბოლომდე დაიხარჯოს. არ შემიძლია თვალი დავხუჭო იმ ფაქტზე, როდესაც ვინმე ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშზე მაქსიმალურად არ იხარჯება.

იკერი ახლა ვითარების გამოსწორების მიზნით მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ეცდება ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს”, - საკმაოდ კატეგორიული იყო კონსეისაო.

მოკლედ, 36 წლის კასილიასი ვარჯიშებზე სერჟიოს აზრით ბოლომდე არ იხარჯებოდა და ახლა სკამზე უწევს ყოფნა. როდემდე გაგრძელდება ახლო წარსულში გამორჩეული კიპერის ასეთი ყოფა უცნობია.

ისე კი, ესპანური მედია ბოლო დროს აქტიურად იტყობინება, რომ კასილიასი ზამთარში კლუბს შეიცვლის – დაინტერესებული “ლივერპულია”.

0.136703