ფეხბურთი

16:42 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვინ გაწვრთნის “გლაზგო რეინჯერსს”? ფსონს შოთაზეც ჩამოდიან

“გლაზგო რეინჯერსის” ხელმძღვალეობამ პედრუ კაიშინია სამწვრთნელო პოსტიდან მოხსნა. 46 წლის პორტუგალიელს შესაშური შედეგი ნამდვილად არ ჰქონია: გუნდი შოტლანდიურ პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზეა.

ვინ უთავკაცებს “რეინჯერსს”? კლუბიდან არანაირი ინფორმაცია არ გამოდის და ტოტალიზატორში ფსონებიც მიიღება ახალ კანდიდატებზე. ფავორიტები ბილი დევისი (4,5 კოეფიციენტი) და ალექს მაკლიში (5,0) არიან. სიაში ფიგურირებს შოთა არველაძეც, თუმცა მის შანსებს მოკრძალებულად აფასებენ - 25,0 აქვს კოეფიციენტი.

შოთა, როგორც იცით, “ჩაფრების” ყოფილი ბომბარდირია და ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს გლაზგოში გატარებულ პერიოდს. ის ამჟამად ტაშკენტის “ფახთაქორს” თავკაცობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119884