ჩოგბურთი

15:43 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გარსიამ ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა

სინგაპურში მიმდინარე წლის შემაჯამებელი ტურნირის წითელი ჯგუფის ბოლო ტურში კაროლინა გარსიამ ქეროლაინ ვოზნიაცკი 0:6, 6:3, 7:5 დაამარცხა. ვოზნიაცი უმოტივაცია გახლდათ, რადგან ნახევარფინალში უკვე გასული იყო, გარსიამ კი მომდევნო ეტაპზე თამაში შანსი შეინარჩუნა.

ყველაფერს ჰალეპი - სვიტოლინას მატჩი გადაწყვეტს. თუ სიმონა მოიგებს, მაშინ შემდეგ ეტაპზე ვოზნიაცკი და რუმინელი გავლენ, ხოლო თუ სვიტოლინა ჰალეპს აჯობებს, ნახევარფინალში ვოზნიაცკი და გარსია ითამაშებენ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ვოზნიაცკი გარსიას მესამე სეტში 5:3 უგებდა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ფრანგმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო.

სინგაპურის წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113951