შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სულ რამდენიმე კვირაში დაუბრუნდება “მანჩესტერ იუნაიტედს”. 36 წლის მოთამაშეს მუხლის მძიმე დაზიანების გამო მიმდინარე სეზონში არ უთამაშია.
“დავბრუნდები იქიდან, სადაც დავასრულე და დაიწყება ახალი ეტაპი. “მანჩესტერთან” ერთად პრემიერლიგის მოგება მინდა. გასულ სეზონში ჩვენ 3 თასი მოვიგეთ, თუმცა ინგლისის ჩემპიონატი არის ჩემი მიზანი და თუ მისი მოგება პირველ სეზონში ვერ შევძელი, მეორეში შევძლებ”, - განაცხადა შვედმა ფეხბურთელმა ტიერი ანრისთან ინტერვიუში.
გასულ სეზონში “წითელმა ეშმაკებმა” ინგლისის ლიგის თასი, ქვეყნის სუპერთასი და ევროპა ლიგა მოიგეს.
ამ ეტაპზე მანჩესტერულ კლუბს პრემიერლიგის 9 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა. პირველ ადგილზე კი 25 ქულით “იუნაიტედის” თანაქალაქელი “სიტი” გახლავთ.