ფეხბურთი

15:16 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში კლუბის პრეზიდენტმა მთავარი მწვრთნელის პოსტი შეითავსა

იტალიის სერია D-ს H ჯგუფში მოასპარეზე “სპორტინგ ფულგორ მოლფეტას” ხელმძღვანელობამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. კლუბის პრეზიდენტმა, რომელიც 7 ტურის შემდგომ გუნდის შედეგებით უკმაყოფილო იყო, მთავარი მწვრთნელის პოსტი შეითავსა.

პრეზიდენტმა მაურო ლანცამ ყოფილი მწვრთნელის განთავისუფლების შემდგომ საჭიროდ არ ჩათვალა ახალი სპეციალისტი მოეძებნა და გადაწყვიტა კლუბს თვითონ ჩასდგომოდა სათავეში.

1 მოგების, 2 ფრისა და 4 წაგების შემდგომ იტალიურმა გუნდმა მაურო ლანცას თავკაცობით პირველი მატჩი უკვე ჩაატარა და მეექვსეადგილოსან “პიჩერნოსთან” ფრეს დასჯერდნენ.

“სპორტინგ ფულგორ მოლფეტა” ამ დროისთვის გასავარდნ ზონაში, მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156798