თამაშგარე

14:18 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვინ შეძლებს ემილია კლარკის გულის მოგებას?

მსოფლიოში სუპერ-პოპულარული სერიალის, “სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი ვარსკვლავი, მსახიობი ემილია კლარკი სასურველ სარძლოდ ითვლება და მის “გადასანახულებლად“ მაჭანკალთა რიგებია ჩამომდგარი. მაგრამ ემილია ამ აპლუაში თავს მშვენივრად გრძნობს და მამაკაცთა სქესს ერთგვარი ირონიით უყურებს.

ამერიკის ბულვარული მედიის მტკიცებით, ემილია კლარკის “შებმა“ თავის დროზე თურმე დიადმა მეგოლფემ - ტაიგერ ვუდსმაც კი სცადა, მაგრამ პასუხად მან მხოლოდ ცინიზმი და სრული გულგრილობა მიიღო, რაც “ყვითელი“ მოკალმებისათვის განსაკუთრებულად დიდი საკბილო ამბავი იყო.

ჩვენი მტკიცება ნამდვილად არ სჭირდება იმ ამბავს, რომ ზოგადად არსებობენ ქალები, რომლებიც პოპულარობის მიუხედავად არაფრის დიდებით არ იცვლიან ცხოვრების ნირსა და ზნეს. როგორც ჩანს, ქალბატონი ემილიაც ერთ-ერთი მათთაგანია და მექალთანეებს მოვუწოდებთ, რომ სადაც არა სჯობს, იქ გაცლაა უკეთესი.

0.143634