ფეხბურთი

10:47 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 17-წლამდელები დღეს მონტენეგროს ნაკრებს შეხვდებიან

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს, მეორე ტური გაიმართება. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მონტენეგროს შეხვდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

იქამდე კი, 15:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე იტალია-ლატვიის მატჩია.

პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს სწორედ იტალია და საქართველო ლიდერობენ 3-3 ქულით.

გიორგი ნემსაძის გუნდში კარგი განწყობაა, ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ტექნიკურ ცენტრ "ბასას" მოედანზე ჩაატარა. ერთადერთი დანაკლისი ნახევარმცველი ცოტნე ჩოთალიშვილია, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო, თუმცა სამწუხაროდ, ამას ტრავმაც დაემატა. შეძლებს თუ არა ჩოთალიშვილი გამოჯანმრთელებას მესამე ტურამდე, მედიკოსები მოგვიანებით დაადგენენ.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ);

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) , ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ვალგობია ძანანო, იტალია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

მატჩებზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. საქართველოს ნაკრების თამაშების რეპორტაჟებს ფეხბურთის ფედერაცია youtube-არხის მეშვეობით აწარმოებს.

gff.ge

0.115099