ევროლიგის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ “რეალის” 18 წლის სლოვენიელი კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“სამეფო კლუბმა” “მილანო” 100:90 დაამარცხა. დონჩიჩმა კი გუნდს 27 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა შესძინა. ლუკას მარგი ქმედების კოეფიციენტმა +41-ს უწია.